x
მეტი
  • 17.10.2018
  • სტატია:81676
  • ვიდეო:333737
  • სურათი:438849
როგორც ცხოვრობს გოგონა მილიონერი გეი-მამიკოების ოჯახში?

image
18 წლის საფრონ დრუიტ-ბარლოუ(Saffron Drewitt-Barlow) მხოლოდ "მამიკო" ან "მამიკოების გოგოა", მას მხოლოდ ორი მილიონერი მამა ჰყავს და შესაბამისად დედიკოს გარეშე გაიზარდა.საფრონს სახლში დიდი გარდერობი აქვს, სადაც გოგონას 1 მილიონი ფუნტის ღირებულების ნივთები ულაგია.გოგონას აქვს ყველაფერი რასაც ინატრებს!


18 წლის საფრონი არის ბრიტანელი გეი წყვილის, ბარი და ტონი დრიტ-ბარლოუს ქალიშვილი, რომელიც გეი წყვილმა სუროგატი დედის მეშვეობით იშვილა და თავის მამობა ოფიციალურად გააფორმა.


image

ეს ოჯახი საკმაოდ ცნობილი გეი წყვილია, - ბარი და ტონი დრიტ-ბარლოუ პირველი იყო დიდ ბრიტანეთში, რომლებმაც ოფიციალურად იყოლიეს შვილები სუროგატი დედისგან.ესენი იყვნენ ტყუპები:გოგონა-სოფრონი და ბიჭი ასპენი.


საფრონი და ასპენი ჩაისახნენ დონორის, ერთი ქალის კვერცუჯრედით, შემდეგ კი გადაუნერგეს სხვა ქალს, - როზალინა ბელანის, ბარი ერთი ბავშვის მამაა, ტონი მეორესი, თუმცა არასდროს საუბრობენ ამაზე, - რომელი შვილი რომლისაა, რადგან მიიჩნევენ, რომ მშობლობა ორივე ბავშვს თანაბრად უნდა გაუწიონ.

image

აღსანიშნავია, რომ ოჯახი გაიზარდა:შეემატათ ბიჭუნა ორლანდო და ტყუპები-ჯასპერი და დალასი, ახლა გეი-წყვილი ოცნებობს სამ ტყუპ გოგოზე.

image

ტონი ბარლოუ -მეცნიერი ბიოქიმიკოსია, რომელმაც კარიერა კლინიკურ კვლევების სფეროში გააგრძელა, ბარის იგი 1987 წელს შეხვდა, მაშინ წყვილს არც უფიქრიათ ბავშვებზე, ამჟამად გეი-მეუღლეების ქონება 40 მილიონი ფუნტი სტერლინგია.მათი ბიზნესი სამედიციო კვლევების სფეროა, რომლის ფილიალებიც მთელს მსოფლიოშია მიმოფანტული.

image

ბარი და ტონიმ განაცხადეს, რომ კიდევ უნდათ ოჯახის გაფართოვება და ისინი აპირებენ ისევ სუროგატ დედას მიმართონ; ამჟამად გეი-წყვილის მიზანია სამი ტყუპი გოგონა.


ბარი და ტონი ძალიან მოსიყვარულე მამები არიან, ბავშვებს არაფერს აკლებენ და პირიქით ანებივრებენ კიდეც, თუმცა სოფრომი აცხადებს, რომ "მამა(ბარი) სერიოზულად დამელაპარაკა და განმიცხადა, რომ დროა მუშაობა დავიწყო.

მან მითხრა, რომ მე და ტონი ვიყავით ერთი უბრალო ბიჭები, რომლებიც მანჩესტერის ერთ ჩვეულებრივ კვარტალში გავიზარდეთ და კაპიტალი დამოუკიდებლად დავაგროვეთ, ახლა დროა შენ თვითონ იპოვო შენი გზა და გახდე წარმატებული."



18 წლის როგორც კი შესრულდნენ საფრონს და ასპენს მამიკოებმა Range Rover-ები დაუყენეს, სოფრონს თეთრი, ასპენს შავი.

image

აღასანიშნავია, რომ ბავშვების გაზრდის და გზაზე დაყენების გარდა ბარი და ტონი შემდგომ აპირებენ ქონების დიდი ნაწილი ქველმოქმედებას შეწირონ.

image

2
130
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
130
  
0 1 2