x
როგორ შეიქმნა ინტერნეტი?
როგორ შეიქმნა ინტერნეტი

როგორ შეიქმნა ინტერნეტი

1969 წელს, აშშ-ს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში სამხედრო წროგრამის დაჩქარებისა და კორდინაციის გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა პირველი კომპიუტერული ქსელი ARPA Net, რომელმაც გააერთიანა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში განთავსებული 4 კომპიუტერი.ეს რევოლუციური ტექნოლოგია იმდენად მოსახერხებელი აღმოჩნდა, რომ სამხედროების წინააღმდეგობის მიუხედავად, ამ ქსელში დაშვებული იქნენ, ჯერ მსხვილი ლაბორატორიები, ხოლო შემდეგ უმაღლესი სასწავლებლებიც.ამან გამოიწვია ათასობით კომპიუტერის ერთიან ქსელში ჩართვა.ცხადია, რომ ასეთ ვითარებაში სამხედრო საიდუმლოების დაცვის გარანტიას ვერავინ იძლეოდა და ARPA Net ორად გაიყო.სამხედროებმა დაიტოვეს მათთვის საჭირო ნაწილი, ხოლო დანარჩენი გადაეცა საერთაშორისო საზოგადოებას და ამ მომენტიდან წარმოიშვა ინტერნეტი.

დასაწყისისათვის ინტერნეტით მხოლოდ სპეციალისტები სარგებლობდნენ.1988 წელს შემუშავდა World Wibe Web(www)-ერთიანი საინფორმაციო ქსელის ტექნოლოგია, რომელმაც გააერთიანა ყველა არსებული ინფორმაცია ერთიან ჰიპერტექსტურ სივრცეში, რომელსაც 1990 წელს დაემატა ჩვენთვის კარგად ნაცნობი ინტერნეტ-გვერდების შექმნის, განთავსებისა და დათვალიერების ტექნოლოგია.ამ სიახლეები შემოღების შემდეგ ინტერნეტმა მიიღო დღევანდელი სახე და გახდა მსხვილი და ხელმისაწვდომი მასობრივი კომუნიკაციის საშუალება.


ინტერნეტის ერთი საოცარი თვისებათაგანია ის, რომ მას არ ჰყავს პატრონი, ან ცენზურა.რა თქმა უნდა ზოგიერთი ტოტალიტარულ ქვეყანაში იყო ინტერნეტზე ცენზურის დადების და მისი გაკონტროლების მცდელობა, მაგრამ მსოფლიო მაშტაბით ინტერნეტი თავისუფალია.

0
59
1-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა მეფარიშვილი
თამუნა მეფარიშვილი
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0