x
გალაკტიონ ტაბიძის ტრაგიკული ცხოვრება
გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა 1891 წლის 17 ნოემბერს ვანის მახლობლად, სოფელ ჭყვიშში.მისი მამა ვასილ ტაბიძე სოფლის მასწავლებლად მუშაობდა.ის გალაკტიონის დაბადებამდე რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა, ამიტომ გალაკტიონს დედამისი, მაკრინე ადეიშვილი, მარტო ზრდიდა.

1899 წელს გალაკტიონი შეიყვანეს ქუთაისში, დეკანოზ ნესტორ ყუბანეიშვილის სახლში გახსნილ კერძო, ერთკლასიან მოსამზადებელ სკოლაში.

1900 წელს ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში.

1908 წელ გალაკტიონმა სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში.


გალაკტიონს ტაბიძეს საკმაოდ მძიმე და დრამატული ცხოვრება ჰქონდა.

გალაკტიონისთვის ზეგარდმოვლენილ სასჯელად აღიქმება მისი ეს მანიაკალურად იჭვნეული ხასიათი, მან მთელი ცხოვრება უმეგობროდ გაატარა.ახლობელთაგან-მხოლოდ დედის, ძმისა და ძმისშვილის-ნოდარის ერთგულებაში არ ეპარებოდა ეჭვი.

გალაკტიონის ცხოვრების დრამატულ ეპიზოდს მოყვა მისი ნიჭის აღიარება, როცა 17 წლის ასაკში პირველად დაიბეჭდა მისი ლექსები "შავი ღრუბელი" და "მთვარე კაშკაშებს".

1914 წელს 23 წლის გალაკტიონმა იპოვა თავისი პირველი სიყვარული ოლია ოკუჯავა.დაახლოებით ამ პერიოდში ძალზე პოპულარული გახდა გალაკტიონის "მერი".სასცილო და უცნაურიც არის, რომ ეს ლიტერატურული ტრფობა აღიზიანებდა იჟამად ჭიათურაში მყოფ ოლიას, თუმცა როგორც თვითონ აღნიშნავს ის იმ ქალზე კი არ ეჭვიანობდა, არამედ საკუტარ თავზე ბრაზობდა, რომ ვერ მიიჯაჭვა ეს კაცი.გალაკტიონი და ოლია ოკუჯავა

1916 წელს გალაკტიონი და ოლია სასწავლებლად ჩავიდნენ მოსკოვში.თუმცა გალაკტიონი ნანატრ სტუდენტობას ვერ ეღირსა და უსახსრობის გამო იძულებული გახდა უკან გამობრუნებულიყო.

1919 წელს გალაკტიონი თბილისში დასახლდა.ამავე წელს გამოვიდა მისი ლექსების უკვე მეორე კრებული "არტისტული ყვავილები".მისი თანამედროვეების თქმით გალაკტიონი უკვე სახელმოხვეჭილი პოეტი იყო.

1921 წელს უბინაოდ და უსამსახუროდ დარჩენილი ცოლ-ქმარი დროებით მწერალთა კავშირის სასახლემ შეიფარა.1935 წელს კი მარჯანიშვილის ქუჩაზე დასახლდნენ.

აქვე უნდა აღვნიშნოთ გალაკტიონის პიროვნება.ის საკმაოდ გულჩათხრობილი ადამიანი იყო.ერთაგან თვითონაც აღნიშნავს:"მე თურმე, დედამიწის ზურგზე არ შემძლებია არავისთან გულწფელი საუბარი...ეს ჩემი გულის ღრმა ტრაგედიას შეადგენს"გალაკტიონი ასევე საკმაოდ მორიდებული იყო, მისი სიმორცხვის დასაფარად კი ზოგჯერ ზედმეტად გულღიაც კი ხდებოდა.

არაა გასაკვირი, რომ ამ მარტოსულ ადამიანს შველის ღვინის სარდაფი.გვიან ღამით ან სისხამ დილით უყვარს ქუჩაში ხეტიალი და ნაცნობების თვალს არდებს."არც არავის ეკარება, მაგრამ არც არვინ იკარებდა"-ნათქვამია ერთ მოგონებაში.

ცხოვრების მიმწუხრს გალაკტიონი მიუახლოვდა ფიზიკურ და სულირად მოტეხილი, გადასახლებიდან არდაბრუნებული ცოლითა და არდაბადებული შვილით, დარდით ღვინოში ჩამკვლელი, დევნის მანიით შეპყრობილი.თუ ამ თვალით შეხედავთ მის ცხოვრებას, გალაკტიონის თვითმკვლელობა 1959 წლის 17 მარტს მხოლოდღა წერტილის დასმაა ერთი ხანგრძლივი ტრაგიკული კოშმარისთვის.imageimageimage


0
824
2-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა მეფარიშვილი
თამუნა მეფარიშვილი
824
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0