x
მეტი
  • 23.01.2018
  • სტატია:73381
  • ვიდეო:326413
  • სურათი:429013
საინტერესო ფაქტები - დედამიწის ფლორა და ფაუნა

image


ცოცხალ არსებათა დაჯგუფება ხდება შემდეგი წესით: ჯგუფი - ტიპი - კლასი - ქვეკლასი - ოჯახი - გვარი და ბოლოს სახეობა.

ოკეანეები, ტბები და მდინარეები სავსეა პლანქტონით - დენების მიმყოლი მიკროორგანიზმებით. პლანქტონში შედიან პაწაწინა ცხოველები (ზოოპლანქტონი) და მცენარისებრებით (ფიტოპლანქტონი). ოკეანეთა ეკოსისტემა დიდწილადაა დამოიდებული პლანქტონზე.


image


ადამიანებმა გასული 10, 000 წლის განმავლობაში 2018 წლამდე ტყეების ფართობების 80% გაჩეხეს. ანუ 100 საუკუნის წინ დედამიწის ხმელეთის 4-ჯერ მეტი ფართობი იყო დაფარული, ვიდრე დღესაა. სამხრეთ ამერიკის ამაზონის ტყეებს ავსტრალიისხელა ტერიტორია უკავია და იქ იმდენად დიდი ბიომრაველფეროვნებაა, რომ 1 ჰექტარზე 760-ზე მეტი სახეობის ხე და 1500 სხვა სახეობის მცენარე გვხვდება.


image


მარჯნები პატარა ცხოველებია მცენარისებრი უჯრედებით. "დიდი ბარიერული რიფი" მთლიანად მათი კოლონიებითაა შექმნილი ავსტრალიის კონტინენტთან ისინი 2300 კილომეტრის სიგრძეზე ვრცელდებიან. აღმოჩენილია ნამარხი რიფები, რომელთა ასაკი 500 მილიონი წელია.


image


ხმელეთის თითქმის 25% მთებითაა დაფარული. ჰავაიში მდებარე მთა მაუნა დედამიწაზე უმაღლესია თუ ზღვის დონიდან არ ავითვლით სიმაღლეს, ვინაიდან ის ოკეანის სიღრმიდან 10, 203 მეტრს აღწევს, ზღვის დონიდან კი მისი მხოლოდ 4205 მეტრია ამოზრდილი.


image


ე.წ. "მკვდარი ზონა" მთებში ზღვის დონიდან 6000 მეტრიდან იწყება. ძლიერი ქარები და დაბალი ტემპერატურა მცენარეთა, და ცხოველთა სიცოცხლეს სპობს.

უთესლო მცენარეები მცენარეებს შორის უძველესნი არიან და დაახლოებით 475 მილიონი წლის წინ წარმოიშვნენ. 390 მილიონი წლის წინ გვიმრები, 360 მილიონი წლის წინ პირველი თესლიანი მცენარეები - წიწვოვნები გაჩნდნენ. 135 მილიონი წლის წინ კი ყვავილოვანი მცენარეები მოედნენ დედამიწას.

გინგკო არის მცენარე, რომელიც 160 მილიონი წლის წინ მთელს პლანეტაზე იყო გავრცელებული და ახლა მხოლოდ ჩინეთში იზრდება. ამ ხნის განმავლობაში ის თითქმის არ შეცვლილა.

დღესდღეობით წიწვოვნების მხოლოდ 630 სახეობაღაა შემორჩენილი.

დღეისთვის ცნობილი, არსებული 1.65 მილიონი სახეობიდან დაახლოებით მილიონი სახეობა მწერებისაა. ყოველ წელს 5000 ახალ სახეობას პოულობენ და მათი უმეტესობა მწერია.


image


ფეხსახსრიანებმა ხმელეთზე სიარული პირველებმა დაიწყეს ჯერ კიდევ 400 მილიონი წლის წინ. ფეხსახსრიანებში შედის შემდეგი ჯგუფები: მწერები, ობობასნაირები (ობობები, მორიელები და ტკიპები), მრავალფეხები და ორმოცფეხები, კიბოსნაირები, ხმალკუდები (გადაშენებული ტრილობიტების ახლო ნათესავები), რომელნიც არ შეცვლილან ბოლო 300 მილიონი წლის განმავლობაში და ზღვის ობობები. ცნობისთვის, ობობის 40, 000 სახეობა არსებობს და ყველა მათგანი შხამიანია, თუმცა ადამიანისთვის მომაკვდინებელი არცერთი არაა.

ფუტკრის დაახლოებით 20, 000 სახეობა არსებობს. კრაზანების - 75, 000 სახეობა. კრაზანები მწერებს მიირთმევენ. ისინი ხეს ღეჭავენ. ამ გზით ქაღალდს ამზადებენ, რისგანაც საოცარი გეომეტრიული წყობის ბუდეებს იკეთებენ და ცხოვრობენ მათში. როგორც კრაზანებში, ასევე ფუტკრებში ნესტარი მხოლოდ მდედრებს აქვთ. ნესტარი კვერცხსადებიდან შექმნილი ორგანოა.

ბაღლინჯოების (Hemiptera) 82, 000 სახეობაა შემორჩენილი, ხოლო ხოჭოების (Coleoptera) - 370, 000. ტკიპების - 30, 000 სახეობა არსებობს და მათი უმეტესობა სიგრძით 1 სანტიმეტრს არ აღემატება. ხშირად ბინადრობენ ფქვილში, ყველში, ცხოველთა ექსკრემენტებში (ფეკალიებში), კანზე, თმაში და ტყავში. იკვებებიან მცენარეებით. ზოგიერთი ჩვენს სახეზე ცხოვრობს და ჩვენი წამწამების ძირებზე არსებული მკვდარი კანის უჯრედებით იკვებებიან.

ითვლება, რომ დედამიწაზე უხერხემლოების 5 მილიონამდე სახეობა არსებობს, რაც ცოცხალი სამყაროს დღეს არსებულ სახეობათა თითქმის 95%-ია. ისინი დედამიწასთან ყველაზე შეგუებული არსებები არიან და შეუძლიათ არსებობა ხმელეთზე, ოკეანეებში, ჰაერსა და ცოცხალ ორგანიზმებშიც კი. თავად უხერხემლოებში 30 განსხვავებული ჯგუფი გამოიყოფა, რომელთა შორის არიან:

მოლუსკები - კალმარები, ლოკოკინები, ორსაგდულიანები (50, 000 სახეობა)

კანეკლიანები - ზღვის ვარსკვლავები, ზღვის ზღარბები, ზღვის კიტრები (7000 სახეობა)

რგოლოვანი ჭიები - მიწის ჭიები, წურბელები, მრავალჯაგრიანი წიები (12, 000 სახეობა)

ნაწლავღრუიანები - მედუზები, მარჯნები, ჰიდრები (8000 - 9000 სახეობა)

ფეხსახსრიანები - მწერები, ობობასნაირები, კიბოსნაირები (1, 000, 000 სახეობა)

ღრუბელები - (5000 - 10, 000 სახეობა)


image

თევზები ხერხემლიანების უდიდესი და უძველესი ჯგუფია. მათ პირველად ჩამოუყალიბდათ ხერხემალი ცხოველებს შორის. ეს მოხდა 530 მილიონი წლის წინ. დღესდღეობით არსებობს თევზების 25, 000 -ზე მეტი სახეობა. ყველა თევზი ცივსისხლიანია.

გადაშენება ცხოველთა ჯგუფებიდან ყველაზე მეტად ამფიბიებს ემუქრებათ.

გველების დაახლოებით 2900 სახეობაა შემორჩენილი. აქედან 300 შხამიანია.

ბოლო 100 მილიონი წლის მანძილზე თითქმის არ შეცვლილან ტუატარები - ახალ ზელანდიაზე მცხოვრები იგანების (ხვლიკების) მსგავსი არსებები. დღესდღეობით ხვლიკების 4500 სახეობა არსებობს ხოლო ქვეწარმავლების 8000 სახეობა.


image

ბუნებაში ფრინველის დაახლოებით 9700 სახეობა არსებობს. თანამედროვე ფრინველები 29 კლასად იყოფა. არსებობს თუთიყუშების 352 სახეობა ხოლო ბუების 194 სახეობა.

ზღვის წავის ტყავის 1 კვადრატულ სანტიმეტრზე 125, 000 თმის ღერი ამოდის. ის ყველაზე ხშირბეწვიანი ძუძუმწოვარია.

გეპარდები სავარაუდოდ აზიაში წარმოიშვნენ. ისინი ევროპაში და ჩრდილო ამერიკაშიც ცხოვრობდნენ, მაგრამ 20, 000 წლის წინ გამყინვარების დროს ამ ტერიტორიებზე ისინი ამოწყდნენ.


image




ავტორი: თორნიკე ფხალაძე



0
79
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0