x
მეტი
  • 17.10.2018
  • სტატია:81677
  • ვიდეო:333738
  • სურათი:438853
მამამთილის ძველმოდური სახელი შვილს თუ უსახლკარობა-დილემა, რომლის წინაშეც ახალგაზრდა წყვილი დგას

ამბავი, რომელსაც ახლა გიამბობთ, ჩვენს რეალობაში უცხო თითქმის არავისთვის არ იქნება, შესაძლოა ბევრმა თქვეგანმა მთავარი პერსონაჟი გააკრიტიკოს, ბევრმაც-ავტორი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ერთი -ორი მსგავსი ან თავად გადაგხდენიათ, ან ახლობელს. მოკლედ, ისტორია ავთენტურია, სახელები კი, რა თქმა უნდა, შეცვლილი.

image


ის ფაქტი, რომ დედამთილ-მამამთილის საამებლად ხშირად ახალშობილებს მოდიდან დიდიხნისწინ გადასულ სახელებს არქმვევენ, ჩვენში საყოვლთაოდ ცნობილია, მაგრამ ეს ყოველთვის მშობლების ნებით არ ხდება, წინააღმდეგობა კი ძვირადაც შეიძლება დაუჯდეს ახალგაზრდა წყვილს.


ერთ-ერთ ოჯაში, სადაც, ჩვენში ჯერ კიდევ შემორჩენილი ტრადიცისამებრ, რამდენიმე თაობა ერთად ცხოვრობს, ახალგაზრდებს ავტონომიაც კი არ გააჩნიათ. მას შემდეგ, რაც მამამთილმა, სახელად ჯამბულიმ, რძლის ფემძიმობის ამბავი შეიტყო, ერთპიროვნულად გადაწყვიტა, რომ მომავალი შვილიშვილი ვაჟი იყო და აუცილებალად ჯამბული ერქმეოდა, მოფერებით კი ჯამბოს დაუძაებდნენ. დედ-მამას ეს ამბავი არაფრად ეამა, მაგამ სქესის გარკვევამდე დუმილი ამჯობინეს. მალევე გაირკვა, რომ ბატონ ჯამბულის ვარაუდი გამართლდა.


რაც დრო გადის, ოჯახის ერთპიროვნული მმართველი როლებში იჭრება. ყველას სიხარულით ამცნობს, რომ მალე მეორე ჯამბულა იბადება, მისი გაგრძელება. მის სადღეგრძელოებს ოჯახში უკვე თვეებია სვამენ. მამათილმა კი სახელი ისე შეურჩია, რძლისთვის არაფერი უკითავს ან რა კითხვა უნდოდა, წესი ასეთი იყო და ადათი, ლერის შვილიშვილსაც ლერი ჰქვია, ნუგზარისას -ნუგზარი და ნუგოს ეძახიან, ჩვენი ჯამბული ვისზე რა ნაკლები მამა ან მამამთილი იყო განა?!


მარიამმა(ბავშვის დედამ) ჯერ ქმარს გაუბედა, რომ საბას დარქმევა სურდა შვილისთვის და არავითარი ჯამბულის. ქმარმაც, რაღა დაგიმალო და მეც მებრალება ბავშვიო და გადაწყვიტეს, მშობიარობის მოახლოებასთან ერთად, როგორმე შეეპარებინათ ეს ამბავი აღტკინებული მამისთვის. შეაპარეს, როგორც იქნა, გაგიჟდა, აალდა, გადაირია, მოყვა, როგორ შეულახეს ღირსება, როგორ აღარ გამოეყოფოდა თავი სამეზობლოში, როგორ არაფრად ჩააგდეს და ასე შემდეგ. ბოლოს, დარწმუნდა რა, რომ წუწუნით ვრაფერს მიაღევდა, მუქარაზე გადავიდა. ჩვენი ბატონი უკვე ორი თვეა ცხარე ცრემლით ატირებს ფეზმძიმე რძალს და ტერორსაც კი არ ერიდება, წყვილს კი, არც მეტი და არც ნაკლები, უსახლკაროდ დატოვებით ემუქრება და თავის სასარგებლოდ იყენებს იმ ფაქტს, რომ ახალშეუღლებულები ჯერჯერობით ფინანსურად არ არიან მთლად დამოუკიდებლები.

არა და ნებისმიერი ჯანსაღი თვალსაზრისით, მშობელი და ეგოიზმი ანტონიმებია. ალბათ შვილების ბედნირება ჩვენს პატივმოყვარეობაზე მაღლა უნდა იდგეს.ზოგჯერ, ჩვენი სოციუმის შემყურე, შეიძლება გაგიჩნდეს აზრი, რომ არ არსებობს მშობლის ტირანიაზე უარესი ტირანია. რა თქმა უნდა, არ ვივიწყებთ, რომ შვილებისთვის ქართველი მშობლები, განსაკუთრებით კი დედები, თავაუღებლად შრომობენ, მაგრამ შვილების ცხოვრებაში, მათ არჩევანსა და, მიუმეტეს, -ოჯახებში იმ დოზით ჩარევა, რომელიც ფსიქოლოგიურ ტერორში გადადის, მაინც დაუშვებელია და ვერავითარი თავგანწირვით ვერ გამართლდება.

13
942
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
942
  
10 იანვარი, 21:57
ქრისტიანებმა რატომ უნდა დაარქვან ჯამბული და მევლუდი, ტრისტანი და რობინზონი და კიდევ ათასი მაჰმადიანური და სხვა სახელები (აღარ ჩამოვთვლი, შორს წავალ ძალიან) მე ვერ ვხვდები.
ან რა არის საწყენი. მამათილ-დედამთილმა თავის შვილებს ხო დაარქვეს რაც თვითონ უნდოდათ და რო უნდა აცალონ ახალგაზრდებს, აღარ დადგა დრო რო გაიგონ?
10 იანვარი, 16:17
ბაქარ, მიყვარს შენი პარალელები
10 იანვარი, 16:16
ის სახელი ჯამბულაზე უარესია, მანჩო :))
10 იანვარი, 14:42
ჩემ მამამთილს შოთა ერქვა...ესეც ძველმოდურია, მაგრამ მერე რა? :) ნუუუ, მურმანის ცოტათი ჯობია :დდდ
10 იანვარი, 14:29
ლუკა, თრნიკე, გიორგი, ლაშა და ა.ს თუ ერქმევა, რა პრობლემაა, მაგრამ ჩემს მამამთილს მურმანი ჰქვია მანჩო :))) არც მას აქვს პრეტენზია, კარგი და თბილი კაცია, მაგრამ მურმანის ნამდვილად არ დავარქმევ :))
10 იანვარი, 14:22
მე პირადად ჩემი ს ურვილით დავარქვი შვილს მამამთილი სახელი, რადგან ძალიან დიდ პატივს ვცემდი და სახელიც მომწონდა. ძალიან მორიდებული და უთქმელი კაცი იყო და ერთხელაც კი არ უგრძნობინებია, ჩემი სახელი დაარქვით ბავშვსო. ღმერთმა აცხონოს-94 წლამდე იცოცხლა. მის სეხნისაც გადასდებოდეს ბაბუის დღეგრძელობა. :)
10 იანვარი, 13:56
სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ გადაშენებულა ეგ არაფრის მომცემი და სრულიად უაზრო ტრადიცია. ჩემს გარშემოც ბევრია ქმრის თუ მამათილის ახირების მსხვერპლი. ჩემთვის სრულიად მიუღებელია, არასოდეს დავარქმევ მამამთილის სახელს (ძალან კარგი მამამთილი მყავს), რადგან შვილი ჩემია და აქ ჩემი სურვილი მეტ როლს თამაშობს, პატივისცემის გამოხატვა კი ამ უაზრობის გარეშე სხვა მრავალი ფორმით შეიძლება.
10 იანვარი, 13:15
გასწორდა უკვე :) ასო გაკლდა
10 იანვარი, 12:40
კი, ეგეთებიც , მაგრამ ძალადობა რა უბედურებაა
10 იანვარი, 12:38
სათაურს სა სჭირს, მანჩო? ვერ გავიგე რა გავასწორებინო
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10