x
მეტი
  • 22.07.2018
  • სტატია:78806
  • ვიდეო:331542
  • სურათი:435534
როგორი ღვინო დგება იშვიათი იმერული ვაზის ჯიშის - ოცხანური საფერესაგან და სად ხარობს ეს ჯიში

image

ოცხანური საფერე საკმაოდ გავრცელებული იმერული ვაზის ჯიშია. იგი იძლევა სუფრის ხარისხოვან წითელ ღვინოს. მას იყენებენ აგრეთვე სხვა წითელი და თეთრი ღვინის შესაფერად მათი წვენის ოცხანური საფერეს ჭაჭაზე დადუღებით.

ოცხანური საფერე ადგილობრივი ვაზის ჯიშია, წარმოშობილია კულტურული ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოქმნის კოლხეთის კერიდან. თავისი მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებებით იგი prol pontic, sub prol. georgica Negr. - ის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს ეკუთვნის. ზოგიერთი ნიშნის მიხედვით ჯიში გარდამავალია კულტურულ და გარეულ ჯიშებს შორის.image

მისი სქლად შებუსვილი, ღრმად დანაკვთული სვესმაგვარი ფორმის ფოთლები, პატარა ყვავილი, მტვრიანების სიგრძის მეტად მერყევი შეფარდება ბუტკოს სიმაღლესთან (1-დან 2-მდე) და ჯიშისათვის დამახასიათებელი პატარა მკვრივი მტევნები, წვრილი, მრგვალი, არათანაბარი ზომის მარცვლები და მათი წვრილმარცვლიანობა (მწიფე შავ მარცვლებში მწვანე განუვითარებელი მარცვლების არსებობა) ადასტურებს ჯიშის დიდ ხნოვანებას და მის ახლო წარსულში კულტურაში შემოტანას ველური ბუნებიდან.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ოცხანური საფერე ჩვეულებრივ დაბალტანიან ვენახად არ ხარობს, ასეთ პირობებში იგი მცირე მოსავალს იძლევა, ამიტომ იგი მისთვის უფრო შესაფერ ნახევრად მაღლარი ფორმით, ე.წ. ოლიხნარის წესით გამოყავთ, რომლის დროს ჯიში კარგად ვითარდება და უხვ მოსავალს იძლევა.

იხილეთ მეტი

0
78
შეფასება არ არის
ავტორი:Georgian News
Georgian News
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0