x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508606
„სიგარეტს რომ არ ვაწევინებ, ტირის” - ბავშვის მამის კომენტარი
image


სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც საახალწლო სუფრაზე სამი წლის ბავშვს მამა სიგარეტს აწევინებს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საქმეში უკვე ჩაერთო სოციალური მომსახურეობის სააგენტო.


ცნობილი ხდება კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევის შესახებ, რომელიც, ასევე, ბათუმში დაფიქსირდა. იურისტმა ლარისა ელიბეკოვამ, ოჯახის წინააღმდეგ პოლიციაში საჩივარი ჯერ კიდევ ივლისში შეიტანა. ის პირადად შეესწრო ფაქტს, როდესაც ბავშვის მამა მცირეწლოვანს პლაჟზე სიგარეტს აწევინებდა.



"მე პირადად ჩემს პარტნიორთან ერთად მივმართე, როგორც საპატრულო პოლიციას, ასევე კრიმინალურს 2017 წლის 14 ივლისს, სადაც დაგვპირდნენ, რომ ჩაერთვებოდა სოციალური სააგენტო და ყურადღების ქვეშ ეყოლებოდათ ეს ოჯახი. დიახ ეს ოჯახური ძალადობაა და ბავშვის ფუნდამენტალური უფლებების დარღვევა! მამის არგუმენტი იყო - რომ არ ვაწევინებ ტირის", - ამბობს ლარისა ელიბეკოვა, რომელიც ირწმუნება, რომ ბოლო დღეებში გავრცელებულ ვიდეოში იგივე ბავშვია ასახული, ვის საქმეზეც მახინაჯურის პოლიციაში ჩვენება 14 ივლისს მისცა.



სოციალური მუშაკი მაია აბულაძე ამბობს, რომ ივლისში მომხდარი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია:

"არ ვფლობ ინფორმაციას იმ ფაქტის შესახებ, რომელიც იურისტმა მოგაწოდათ, ჩვენთან მსგავსი შეტყობინება არ შემოსულა. ამ კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება, მშობლებსი თქმით, ეს ერთჯერადი ქმედება იყო და აღარ განმეორდება", - ამბობს სოცმუშაკი.



შინაგან საქმეთა სამინისტროში კი განმარტეს, რომ ბოლო ფაქტს ივლისში დაფიქსირებულ შემთხვევასთან საერთო არა აქვს. უწყებაში დაადასტურეს, რომ ივლისში მახინჯაურის პოლიციაში საჩივარი ნამდვილად იყო შესული, თუმცა მაშინ სხვა ოჯახზე იყო საუბარი.

0
176
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0