x
image
გემი დალანდი
,,დამპალი ალუბალი"-90-იანების ჰიტი ბრუნდება
2018 წლის მთავარი წესია-მიიღოთ არასტანდარტული გადაწყვეტილება. გარისკეთ, იყავით კაშკაშა, დაუმატეთ ფერები თქვენს ცხოვრებას.შეგიძლიათ თმის ფერით დაიწყოთ.

კოლორისტები გვირჩევენ დათრგუნოთ სურვილი თმის ბანალურ ქერად შეღებვისა და ამ წლის ტრენდს მიჰყვეთ, რომელსაც mulled wine-ანუ გლინტვეინი ეწოდება. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი დედებისა და ბებიების საყვარელი ფერი-მწიფე ალუბლისფერი. ამ შეფერილობის უნიკალურობა ისაა, რომ თითქმის ყველას უხდება. ქერებს და წაბლისფერთმიანებს ეს ფერი გასაოცრად შვენით. თუ გინდა მოდური იყო-აირჩიე ბურგუნდისფერი. თუ ღია ფერის კანი გაქვთ- მარტო კულულები შეიღებეთ, ეს თქვენს სახეს გამოკვეთს. იდეალური ვარიანტი იქნება გარდამავალი ომბრე. შავგვრემნებს თამამად შეუძლიათ ამ საღებავის გამოყენება მთელ თმაზე.

image
ისევე როგორც ყველაფერს, ამ ფერსაც აქვს თავისი ნაკლი. ერთერთი მთავარი მინუსი მისი მდგრადობაა, წითელი პიგმენტი მალე კარგავს ბრწყინვალებას.ამის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ ხარისხიანი საღებავი ან გამოცდილ სტილისტს მიმართეთ.

თუ მოკლე თმა გინდათ მოდურად შეიღებოთ, სცადეთ მუქი ბორდოსფერი, რომელიც წითურ ელფერში ან ცივ წაბლისფერში გადადის.ეს გაცილებით ეფექტურს გახდის თქვენს მოკლე ვარცხნილობას.


imageჯერ კიდევ ყოყმანობთ, შეიღებოთ თუ არა? გარისკეთ, ვინც არ რისკავს-ის არც შამპანურს სვამს.

0
148
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0