x
მეტი
  • 24.01.2018
  • სტატია:73411
  • ვიდეო:326460
  • სურათი:429080
"ერთი ირანის სამოქალაქო საზოგადოებაა მზად დემოკრატიისთვის და მეორე ჩვენი იყო"

image

მოქალაქე ლაშა კუჭუხიძე საინტერესო მოსაზრებას გვთავაზობს ირანში მიმდინარე მოვლენებზე და პარალელს ავლებს ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოში მომხდარ პროცესებზე:


"ერთი ირანის სამოქალაქო საზოგადოებაა მზად დემოკრატიისთვის და მეორე ჩვენი იყო...
-ჯერ იყო და გავანადგურეთ თავისუფლებისთვის მებრძოლი ლიდერები ფიზიკურად, ან ჯერ მორალურად და მერე ფიზიკურად...
-ერთმანეთზე დავცალეთ ყველა ტყვია-წამალი, რაც შემოგვრჩა საბჭოეთიდან, რომ შემოგვაკლდა, შემოგვაშველეს, ერთმანეთის დასახოცად...
-გადავწვით რუსთაველი...
-დავკარგეთ ტერიტორიები...
-გავატარეთ წლები მხედრიონთა თარეშში, სიბნელეში და პურის რიგებში...
-დავშალეთ და სახლში წავიღეთ ფაბრიკა-ქარხნების აქტივები. რაც ვერ წავიღეთ სახლში, ადგილზე გავანადგურეთ, დავწვით...
-აფრიკული ტომებივით 95 % იანი შედეგებით ავირჩიეთ პოლიტიკური ლიდერები...
-ახლა, როცა შედარებით უკეთესი ნების გამოხატვის და მოქმედების თავისუფლებაა საზოგადოება გაიყო ორად, უმთავრესი და უმწვავესი პრობლების წინაშე - ერთი ნახევარი ებრძვის სექსუალურ უმცირესობას, მეორე ნახევარი იცავს. ))) ეგაა მთავარი საზრუნავი )))

პს: ის გამახსენდა, ებრაელ მოსეს რომ ეუბნება ფარაონი - "ესენი ხომ მონები არიან, რომც გავუშვა ვერც კი მიხვდებიან რა უნდა გააკეთონო"

image

შეგახსენებთ, ირანში 28 დეკემბერს დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები, რომელშიც 15 000 მეტი ადამიანი მონაწილეობდა, სამართალდამცავებთან შეტაკების შემდეგ დაიღუპა 20 ადამიანი, 450 დაკავებულია, ქვეყნის პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის განცხადებით პროტესტები გამოწვეული იყო ქვეყნის შიდა პრობლემებით, აგრეთვე გარე ფაქტორებმაც ითამაშა თავის როლი, საპროტესტო აქციების უკან აშშ, დიდი ბრიტანეთი და საუდის არაბეთი იდგნენ.

imageიხილეთ აგრეთვე
image

0
110
10-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0