x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ირანის დედაქალაქში „მოლოტოვის კოქტეილები" დაფრინავენ - მაია ჯავახიშვილი
image
პოლიტიკური საბჭოს წევრი ქალაბტონი მაია ჯავახიშვილი ირანში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სოციალური ქსელის საშუალებით შემდეგი სახის განცხადებას აქვეყნებს.image
„მეგობრებო, ვისაც ირანის თემა გაინტერესებთ - რა ხდება და რა ვითარებაა ირანში?!.. ამ დროისთვის შეკრებილი მასალა.
.......
თეირანში დემონსტრანტებმა დაიკავეს ქალაქის რამდენიმე რაიონი და დაწვეს მერია. დედაქალაქში „მოლოტოვის კოქტეილები" დაფრინავენ. იუწყებიან ასევე თეირანში „ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსის" სამხედრო ბაზის დაკავებაზეც.
ქერმანში შტურმით აიღეს გუბერნატორის რეზიდენცია.
არაქში შტურმით აიღეს პოლიციის სამმართველოს შენობა.
ქვეყნის სხვადასხვა წერტილებში აჯანყებულებმა დაიკავეს სამხედრო იარაღის ბაზები.
ლურისტანში დემონსტრანტების მიერ ასევე დაკავებულია „ბასიჯის" (ისლამური წესრიგის დარაჯების) სამხედრო ბაზა.
აჯანყებამ მოიცვა ირანის 70-მდე ქალაქი, ირანის თითქმის ყველა რეგიონი.
პროტესტი მძვინვარებს ასევე სულიერი ლიდერის ჰამენეის მშობლიურ ქალაქში, სადაც დემონსტრანტებმა მისი პლაკატებისა და ბანერების საზეიმო დაწვა მოაწყეს.
დადის ხმები, რომ თავად სულიერი ლიდერი თურქეთში გაიქცა, ტელევიზიებში კი მის 2-3 თვის წინანდელ ძველ ჩანაწერებს ატრიალებენ. ყოველ შემთხვევაში, მიმდინარე პროტესტის დღეებში ის არ გამოჩენილა არსად.
ლურისტანში 6 ქურთი დემონსტრანტია მოკლული, რის საპასუხოდაც, ამავე რაიონში დემონსტრანტებმა „ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსის" კუთვნილი ორი ბანკი გაძარცვეს
ზენჯანში ხალხი ასევე მასობრივად არბევს და ძარცვავს „ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსის" კუთვნილ ბანკებს და ქალაქში ფაქტობრივად ანარქია სუფევს.
შირაზში დემონსტრანტებმა დაწვეს ისლამის აკადემია და „ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსის" სავარჯიშო ბაზა, დახიეს აღნიშნული კურპუსის მეთაურის სულეიმანის პლაკატები.
მეშხედში ქვებით მოიგერიეს „ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსის" რაზმები და მათი გაქცევის შემდეგ დაწვეს მათი მოტოციკლეტები.
ისპაჰანში, სადაც ბირთვული ტერიტორიაა და განთავსებულია ურანის კონვერსიის მოწყობილობები, დემონსტრანტებმა დაიკავეს ავიაბაზა.
დემონსტრანტების მიერ დაკავებულია ქალაქი არაქიც, სადაც ასევე მნიშვნელოვანი ბირთვული ტერიტორიაა.
გამოსვლები მიმდინარეობს ქალაქ ბუშერეშიც, სადაც რუსეთი აშენებს ატომურ ელექტროსადგურს.
ჰამადანში დემონსტრანტებმა დაწვეს „ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსის" ოფისები და რამდენიმე სასულიერო სასწავლებელი.
ქერეჯში, რომელიც ცნობილია ციხეებით, სადაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავს ირანს, მიუხედავად დიდი წიინააღმდეგობისა, ასევე მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გაიმართა.
სამხრეთ-დასავლეთ ირანში მცხოვრები არაბული და ბოშური თემები ასევე შეუერთდნენ დემონსტრანტებს.
სტუდენტური პროტესტი მოეწყო თეირანის უნივერსიტეტთან. ახალგაზრდობა ქვებს ისვრიდა და სკანდირებდა - „სიკვდილი დიქტატურას!"
ირანის ქურთისტანში 10 დემონსტრანტის სიკვდილის შემდეგ, ხალხმა დაწვა და დაარბია „ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსის" ბაზები და ოფისები.
შაჰინშაჰარში, ისპაჰანის მახლობლად, დემონსტრანტებმა დაწვეს როგორც აღნიშნული ორგანიზაციის ადგილობრივი ბაზა, ასევე მათი მთელი სატრანსპორტო საშუალებები, მათ შორის ავტობუსები და დაეუფლნენ ბაზაში არსებულ იარაღს.
.....
ირანის არმიამ ( არა „ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსმა", არამედ უშუალოდ არმიამ) მყარი ნეიტრალიტეტი გამოაცხადა და უარი განაცხადა დემონსტრანტების დარბევაზე. უფრო მეტიც - ოფიცერთა ნაწილი, რომელიც სამოქალაქო ფორმებშია, თავად მონაწილეობენ საპროტესტო აქციებში და ახალგაზრდობას ასწავლიან „მოლოტოვის კოქტეილების" გაკეთებას, ასევე შეტევების მოგერიებას და თავის დაცვას.
ირანის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში უკვე შეიმჩნევა შიდა დაპირისპირების ნიშნები.
დემონსტრაციებს შეუერთდნენ ასევე ირანის ქურთები და აზერბაიჯანელები, თუმცა ისინი საკუთარ ეროვნულ ლოზუნგებსაც აჟღერებენ და მოითხოვენ როგორც რეჟიმის დაცემას, ასევე საკუთარი უფლებების გაფართოებას.
ყაზვინსა და თაკისტანში დემონსტრანტებმა დაწვეს ისლამური აკადემიები.
ბანდერ-აბასში დემონსტრანტებმა ჩამოაგდეს სულიერი ლიდერის ჰამენეის 10 მეტრიანი ბანერი, ფეხებით შედგნენ ბანერს და შემდეგ დაწვეს.

პროტესტი მძვინვარებს ისეთ რელიგიურ ქალაქებში, როგორებიცაა მეშხედი, (სადაც უამრავი შიიტური მავზოლეუმია), ყუმი (რომელიც ირანის შიიტიზმის დედალაქად ითვლება), ახბარი (ამჟამინდელი სულიერი ლიდერის მშობლიური ქალაქი). სწორედ ამ ქალაქებში გაჟღერდა ყველაზე რადიკალური ლოზუნგები - „სიკვდილი ჰამენეის!", „ფეჰლევი, ფეჰლევი, (იგულისხმება ირანის შაჰი რეზა ფეჰლევი) ჩვენ არ ვიყავით მართლები!", „ისლამური რევოლუცია იყო ყველაზე დიდი შეცდომა!" და ა.შ.

თითოეული დემონსტრანტის სიკვდილი უფრო ამძაფრებს ვითარებას და ზრდის ხალხის პროტესტს.
დაღუპულთა რიცხვი, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მიხედვით, რამდენიმე ათეულია, მათ შორის - პოლიციელებიც.
აქტიურად მონაწილეობს აქციებში ირანის აზერბაიჯანიც, როგორც მისი დედაქალაქი თავრიზი, ასევე სხვა პატარა ქალაქები და რაიონული ცენტრები. ასევე, ირანის დასავლეთ აზერბაიჯანის დედაქალაქი ურმიაც.
პროტესტს შეუერთდნენ ბელუჯისტანის მცხოვრებლებიც, რომლებიც სუნიტები არიან და რომლებსაც ირანის დღევანდელი რეჟიმი ერთიანად ტერორისტებად თვლის.

ამ წუთამდე ზუსტად ვერცერთი პოლიტიკოსი თუ ექსპერტი ვერ ამბობს, რა მოხდება და როგორ განვითარდება მოვლენები ირანში.
იქნება თუ არა ეს მოვლენები ირანის ახალი რევოლუციის დასაწყისი და მოხდება თუ არა რეჟიმის დამხობა.
ბოლო დაუზუსტებელი მონაცემებით - ირანი ცეცხლის ალშია გახვეული, აჯანყებულებმა ხელისუფლება ჩამოაგდეს უკვე ათამდე ქალაქში, პრეზიდენტი ჰასან რუხანი და სულიერი ლიდერი ჰამენეი ქვეყნიდან გაიქცნენ.


და კიდევ - როგორც „Reuters" იუწყება, ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ჰამენეის იმ პირადი ბიზნეს-აქტივების ღირებულება, რომლებსაც ის ერთპიროვნულად აკონტროლებს, შეადგენს 95 მილიარდ აშშ დოლარს, რაც მას პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანად ამყოფებს!
..............
არადა, ყველაფერი ეს რა მარტივად დაიწყო - ირანში კვერცხი გაძვირდა და მოსახლეობამ თავიდან კვერცხის ფასი გააპროტესტა."imageimageimageimage



0
78
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0