x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ბრიტანელი მილიონერი ოჯახიანად ავიაკატასტროფაში დაიღუპა

image
ავსტრალიაში მდინარე ჰოკსბერიში ჩავარდა მცირე ზომის თვითმფრინავი DHC-2 Beaver.როგორც კომპანია Compass Group-ი იუწყება, თვითმფრინავში იმყოფებოდა მისი ხელმძღვანელი რიჩარდ კაზინსი და მისი ოჯახის წევრები.მთლიანად დაიღუპა 6 ადამიანი, პილოტი და ხუთი მგზავრი.

image

ტრაგედია 31 დეკემბერს სიდნეის ჩრდილოეთით, 15 საათზე და 10 წუთზე მოხდა, დაღუპულთა შორის 11 წლის ქალიშვილი და ცოლიცაა, დაიწყო გამოძიება ტრაგედიის მიზეზის დასადგენად, როგორც გაირკვა თვითმფრინავი თითქმის 50 წლის იყო და ჩამოვარდნის წინ ხის კენწეროს გამოედო.

image

Compass Group-ი კორპორატიული კვების მსოფლიო ლიდერია, კომპანიას ათეულობით ქვეყანაში აქვს ფილიალები გახსნილი და ემსახურება საავადმყოფოებს, დაწესებულებებს, სკოლებს და ა.შ.

image

"ჩვენ ყველანი ვტივართ და ვწუხვართ ამ საშინელი ამბით. ახლა ჩვენი აზრები მიმართულია რიჩარდის ოჯახთან და მეგობრებთან ", - განაცხადა Compass Group -ის დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელმა პოლ უოლშმა.



0
196
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
196
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0