x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
„მოძმე“ აზერბაიჯანი ჰერეთში ქართული დროშის გამოფენას კრძალავს
image

საინგილოში გამართულ ქართულ კონცერტებზე საქართველოს დროშის გამოფენა იკრძალება. ჰერები ამას პირად საუბრებშიც ადასტურებენ და ამბობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან პრობლემები მოჰყვება. ჰერეთში, კახის რაიონში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მხოლოდ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დროშა იყო გამოფენილი.


განსხვავებული სურათია საქართველოში, ეთნიკური აზერბაიჯანელების მიერ გამართულ დღესასწაულებზე. გასულ წლებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამართულ აზერბაიჯანულ ღონისძიებებს თუ გადავხედავთ, ყველა შემთხვევაში სცენაზე ორივე ქვეყნის ეროვნული დროშაა გამოფენილი და არცერთი ფაქტი არ არსებობს, სადაც მხოლოდ ქართული დროშა იქნებოდა და აზერბაიჯანის არ ყოფილიყო წარმოდგენილი.


ამას გარდა, საქართველოში ჩატარებულ აზერბაიჯანულ ღონისძიებებში მთავარი ტექსტები და მილოცვები აზერბაიჯანულად გაცილებით დიდი შრიფტით წერია, ვიდრე ქართული. მეტიც, ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულის მისალოცად მარნეულში ჩასული საქართველოს პრემიერმინისტრი და პრეზიდენტი პატივისცემის ნიშნად მისალოც ტექსტსაც ყოველთვის აზერბაიჯანულ ენაზე ამბობენ. სამწუხაროდ, მოძმე აზერბაიჯანი იგივე ნაბიჯებით არ გვპასუხობს საინგილოში მცხოვრები ქართველების მისამართით.



წარმოგიდგენთ ფოტომასალას, სადაც ნათლად ჩანს, რომ საქართველოს რამდენიმე ქალაქში სხვადასხვა დროს გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაზე, მათ შორის „ნოვრუზ ბაირამის“ ღონისძიებებზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის დროშებიც საპატიო ადგილს იკავებს.


image

image

imageimage

image

imageimage

imageimage

4
205
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
205
  
2017, 30 დეკემბერი, 23:57
გამაოცე.... გაანალიზებაზე მიმითითებ და თავად შინაარსის გამოტანა გაგიჭირდა? ყურადღებით წაიკითხე მასალა, რაზეა საუბარი
2017, 30 დეკემბერი, 23:02
აბა რა არის შუაში?! ჰერეთი არ არის საქართველო, არც ტაო და არც ლორე და რატომ უნდა დაკიდონ საქართველოს დროშები? ვერ უნდა გავაანალიზოთ ეს?
2017, 30 დეკემბერი, 21:04
საინგილო დღეს ვისი ტერიტორიაა? საქართველოს საზღვრებში შედის?
0 1 4