სხვა "ჩვენ რუსეთი ვართ..." 2017, 28 დეკემბერი, 17:47 sputnik-ossetia-ს ინფორმაციით სამხრეთ ოსეთი მზად არის რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს. გამოცემაზე დაყრდნობით, გავრცელებულ მასალაში ბიბილოვი თავის დამოკიდებულებაზე საუბრობს და როგორც სჩანს ის რეფერენდუმის გარეშეც მომხრეა თავი რუსეთს მიყიდოს. „სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში უნდა იყოს. ეს ჩვენი ისტორიული სამშობლოა. ჩვენ რუსეთის გარეთ 80 წლის განმავლობაში ვცხოვრობთ, მაგრამ დღეს ჩვენ ფაქტობრივად რუსეთი ვართ. ჩვენი მოქალაქეები რუსეთის მოქალაქეები არიან, ჩვენი ეკონომიკა რუსეთზეა მიბმული, ხელფასებისა და პროგრამების დაფინანსება რუსეთის ბიუჯეტიდან ხდება“, - აღნიშნა ბიბილოვმა. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების მეთაურის თქმით, ოსეთი მზად არის ნებისმიერ დროს ჩაატაროს რეფერენდუმი. 214 1-ს მოსწონს
|