x
image
გოგა წურწუმია -
ჰოლანდიამ სააკაშვილს ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მისცა

image

საქართველოს მე-3 პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მისცეს.



სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილს აღნიშნული უფლება ჰოლანდიამ მიანიჭა. "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერს უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ, მხოლოდ ეს მოწმობა დარჩა, რომელიც პირადობის დამადასტურებელ საბუთადაც შეიძლება ჩაითავლოს.



შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდებმა სააკაშვილზე ვიზა ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბერში გასცა, თუმცა ამ დრომდე მისი გამოყენების საჭიროება არ დამდგარა.

0
26
1-ს მოსწონს
ავტორი:გოგა წურწუმია -
გოგა წურწუმია -
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0