x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138532
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512213
ნანი ბრეგვაძე:მიზერულ პენსიაზე ვცხოვრობ
image

81 წლის მომღერალი ნანი ბრეგვაძე აცხადებს, რომ იძულებულია დახურულ კორპორაციულ ღონისძიებებში იმღეროს, რადგან მიზერულ პენსიას იღებს, რომელსაც სახელმწიფო უხდის.


ამის შესახებ მომღერალმა StarHit -ის ჟურნალისტებს განუცხადა, ნანი ბრეგვაძე ქართული და საბჭოთა ესტრადის მეგავარსკვლავად ითვლება. მოღვაწეობა 1959 წლიდან დაიწყო, როგორც საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროს“ სოლისტმა, 1964 წლიდან იგი "ორერას" სოლიტი გახდა, სადაც მთელს საბჭოთა კავშირში ცნობილი და პოპულარული გახდა.

80-იანი წლებიდან ნანი ბრეგვაძემ სოლო კარიერა დაიწყო, იგი რუსული და ბოშური რომანსების ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად ითვლება. 2001 წელს მომღერლის სახელობის ვარსკვლავი ფილარმონიის წინ საზეიმოდ გაიხსნა.


image

დღესღეობით 81 წლის მომღერალი მხოლოდ იმიტომ აგრძელებს გამოსვლებს დახურულ ღონისძიებებზე, რომ იარსებოს:

"საქართველოში არ არის იმის შესაძლებლობა, რომ გამოსვლებით იარსებო-პატარა ქვეყანაა, ამიტომ ხშირად მივემგზავრები რუსეთში-ეს არის ჩემი ბიზნესი, მე ხომ პენსია საკმაოდ მოკრძალებული მაქვს-180 ლარი, იგივე აქვს ჩემი სადარბაზოს დამლაგებელს, ამიტომ სიამოვნებით ვთანხმდები კორპორატიულებს -იქ კარგ ფულს იხდიან"-აღიარა მომღერალმა.

ბრეგვაძის განცხადებით, ამ ბოლო პერიოდში არც თუ ხშირად იწვევენ, თუმცა აღნიშნა, რომ საბჭოთა არტისტები კვლავ მოთხოვნადია.


imageიხილეთ აგრეთვე

image

4
1875
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1875
  
2017, 28 დეკემბერი, 14:20
100% სიმართლეს ბრძანებთ...
2017, 28 დეკემბერი, 4:25
საპენსიო პოლიტიკა არ ვარგა ქვეყანაშ. ადამიანს, რომელსაც მთელი ცხოვრება არაფერი უკეთებია, არ უნდა ჰქონდეს იმდენი პენსია,რაც აქვს საზოგადო და საჯარო მოსამსახურეს. პენსია უნდა გაიცემოდეს დამსახურების მიხედვით.ვისაც არაფერი უკეთებია დიასახლისობის გარდა,პენსია კი არა, შემწეობა უნდა ჰქონდეს. ფაქტიურად ეს 180 ლარი პენსია კი არა, შემწეობაა.. პე ნსიის გაცემის თავი ამ ქვეყანას ჯერ არ აქვს..
2017, 27 დეკემბერი, 14:11
პენსიასაც გააჩნია ქალბატონი ნანი, ზუსტად ვიცი პენსიის სახით 2000 ლარს, რომ გიხდით ბატონი ივანიშვილი.
2017, 26 დეკემბერი, 19:51
იგივე , რომ აქვს სადარბაზოს დამლაგებელს,რაიმენაირად თავს უკეთესად რატო წარმოაჩენთ? გასაგებია , რომ 180 ლარი მიზერულია, მაგრამ იმ სადარბაზოს დამლაგებელს ,არ აქვს კორპორატიული საღამოებში მონაწილეობის საშუალება და შესაბამისად, არც ზედმეტი თანხის გამომუშავება არ შეუძლია.
არ მომწონს ასეთი რამ, მიტუმეტეს ამადამიანისგან გამიკვირდა :(
0 1 4