x
მეტი
  • 14.07.2020
  • სტატია:101485
  • ვიდეო:346695
  • სურათი:465394
"Echowaves" ფესტივალზე ასაკობრივი შეზღუდვისა და ბილეთების ვალიდურობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
image


ფესტივალზე არასრულწლოვანთა დაშვება მოხდება მხოლოდ სრულწლოვანი პირის თანხლებით. სრულწლოვანი პირი, მათ შორის მშობელი, ვალდებულია წერილობით დაადასტუროს პასუხისმგებლობა არასრულწლოვან პირზე ფესტივალის ტერიტორიაზე.


არასრულწლოვანის თანმხლები პირი ვალდებულია ფესტივალის სარეგისტრაციო პუნქტში წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და დატოვოს საკონტაქტო ნომერი. ამასთან, ის უნდა იმყოფებოდეს არასრულწლოვანთან ერთად ფესტივალის ტერიტორიის დატოვებამდე.


დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში საორგანიზაციო ჯგუფს უფლება აქვს დამრღვევს ფესტივალის ტერიტორია დაატოვებინოს.


ასევე, მშობლებს/მეურვეებს შეუძლიათ 12 წლამდე ბავშვები (0-11) ფესტივალზე უფასოდ შემოიყვანონ საკუთარი ბილეთის წარდგენით.


ფესტივალი არ არის პასუხისმგებელი გადამყიდველებისგან შეძენილ ბილეთებზე. რეკომენდირებულია ბილეთების შეძენა მხოლოდ ოფიციალური სელერებისგან:

www.eventer.ge

www.biletebi.ge

www.tkt.ge




5
24
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
24
  
2018, 17 აგვისტო, 23:33
კი ბატონო თუ ქალბატონო, ჩემზე იყოს მანდ მოხვედრა. :)
2018, 17 აგვისტო, 23:05
აჰაა, სასწრაფოდ უნდა დაგიმეგობრდეთ ესეიგი:)))
2018, 17 აგვისტო, 22:58
სამსახურეობრივად ვარ ანაკლიაში, "ჯემ ფესტზეც" უბილეთოდ შევიყვანე მეგობრები.
:)
2018, 17 აგვისტო, 21:39
როგორ აპირებთ გაგვიმხილეთ:)
2018, 17 აგვისტო, 18:43
მე კი ვუყურებ უფასოდ, სხვებმა იკითხონ :)
0 1 5