x
მეტი
  • 19.07.2018
  • სტატია:78726
  • ვიდეო:331463
  • სურათი:435415
საქართველოს ელჩი ავსტრიაში, კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა

image

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა, - ინფორმაციას ამის შესახებ ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ავრცელებს.


”დიდი ადამიანი, დიპლომატი, პროფესიონალი და ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, ბატონი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა. ის დააკლდება ჩვენს დიპლომატიას, თუმცა მისი მიღწეული შედეგები კიდევ დიდხანს იქნება ჩვენი ქვეყნის სიძლიერის გარანტი. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ყველა ახლობელს”, - წერს მიხეილ ჯანელიძე სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.


image

0
228
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0