სისხლის სამართალი მესტიის საკრებულოს დეპუტატი საკუთარმა ნათესავმა ჩაცხრილა 2017, 25 დეკემბერი, 23:55 მესტიის საკრებულოს მოკლული დეპუტატის მეზობლების განცხადებით, ლომარ ნიგურიანს ბიძაშვილმა მამუკა ნიგურიანმა მესტიის ბაზრის ეზოში ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მოკლულის ოჯახთან, რათა ექსპერტიზაზე მოხდეს ცხედრის გადასვენება, რაზეც ოჯახი უარს აცხადებს.
მესტიაში შეიარაღებული თავდასხმის დროს საკრებულოს წევრ ლომარ ნიგურიანს საკუთარ სახლთან 25 დეკემბერს რამდენჯერმე ესროლეს.
დაჭრილი ნიგურიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. შემთხვევა დაახლოებით დღის 3 საათისთვის მოხდა. გარდაცვლილი ნაციონალური მოძრაობის წევრია.
239 შეფასება არ არის
|