x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
"2012 წელს თანამშრომლები გავათავისუფლე – წადით ხმა „ქართულ ოცნებას“ მიეცით-თქო!" - ანზორ მელია

image


კარდიოლოგი და კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი ანზორ მელია "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში თავის შვილზე, ნიკა მელიაზე საუბრობს.


"2012 წლის 1 ოქტომბერს არჩევნების დროს, ჩემი თანამშრომლები, რომლებიც რაიონებში არიან ჩაწერილები, ერთი დღით გავათავისუფლე – წადით „ქართულ ოცნებას“ ხმა მიეცით – თქო. მაშინ ნიკა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არ ყოფილა. ეს ამბავი მთავრობაში ყველამ იცოდა, მაგრამ არავინ შემხებია, ახლა იცით რა ხდება? ჯემალ ჭკუასელი იწვა ჩემს კლინიკაში, უმძიმეს მდგომარეობაში მოიყვანეს.. ახლობლები რომ გებულობდნენ, ანზორ მელიას კლინიკაში იწვა, პირდაპირ ეუბნებოდნენ – ვერ მოვალთ, ვერ გნახავთო! პაციენტების 80 პროცენტი იმიტომ დაიკარგა, რომ ნიკა მელიას მამა ვარ! ასე ქვეყანას ეშველება??? არ ეშველება! – აცხადებს ანზორ მელია.

0
841
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
841
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0