x
როგორ გამოვაცხოთ საახალწლო ბრაუნები
image


ახალი წელი კარს მოგვადგა და თუ თქვენ ეძებთ მარტივ საახალწლო ბრაუნებს, საახალწლო გაფორმებით ის აქ არის ! გაფორმების დროს აუცილებლად დაიხმარეთ ბავშვები, ეს ძალიან მხიარული პროცესია. დაგვჭირდება

1. 200გრ. დარბილებული კარაქი

2. 1 ჭიქა შაქარი

3. 1 ჭიქა დამდნარი ნუთელა ან შოკოლადი


4. 2 ს.კ. ვანილის ექსტრაქტი

5. 2.ს.კ თბილი წყალი

6. 1 ს.კ ესპრესო

7. 1 ს.კ კაკაო

8. 3 კვერცხი

9.2/3 ჭიქა ფქვილი

კარაქი და შაქარი კარგად გავთქვიფოთ, დავამატოთ კვერცხი, ვანილის ექსტრაქტი და თბილ წყალში გახსნილი ესპრესო.კარგად ავთქვიფოთ, დავამატოთ გამდნარი შოკოლადი, ფქვილი, კაკაო, ავთქვიფოთ..მიღებული მასა გამოვაცხოთ 350 გრადუსზე 40-45 წუთით.გამომცხვარი ნამცხვარი დავჭრათ სურვილისამებრ მრგვალად ან ოთხკუთხედებად.თვალებისთვის და ცხვირისთვის M&M გამოიყენეთ ან ბონი -ბონი. თვალის გუგებისთვის კი ცივი შოკოლადის კარაქი გამოიყენეთ. შეგიძლიათ გააკეთოთ ჩვეულებრივი "ჩრდილოეთის ირემი" მაგრამ ეს წითელი ცხვირი ძალიან უხდება image

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:იორინდა
იორინდა
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0