x
ციტრუსის უგემრიელესი ნამცხვარი.
image

წელიწადის ამ ცივ დროსთან ერთად უგემრიელესი ციტრუსის სეზონიც დგება..მინდა შემოგთავაზოთ სეზონური, უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტი.ჩვენ დაგვჭირდება :

200გრ. ოთახის ტემპერატურის უმარილო კარაქი.

2 1/2 ჭიქა ფქვილი.


2 ფორთოხლის და 2 ლიმონის გახეხილი კანი.

1/2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი, 1/4 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა, 1/2 ჩაის კოვზი მარილი.

1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის რძე.

2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი.

ასევე ფორთოხალი, ლიმონი, ლაიმი, პიტნა-გასაფორმებლად.

გავახუროთ ღუმელი 350 გრადუსზე..ერთ თასში ავურიოთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, საკვები სოდა, მარილი და გადავდოთ დროებით გვერდზე.მეორე ჯამში კი უნდა ამოვიყვანოთ კარაქი და შაქარი, სანამ ძალიან ფუმფულა არ გახდება.შევურიოთ ციტრუსების გახეხილი კანი, ვანილის ექსტრაქტი და კვერცხები-ავურიოთ კარგად.შემდეგ ვამატებთ ფქვილის ნარევს, რძეს და კარგად ვურევთ სანამ ერთიან მასას არ მივიღებთ. ვაცხობთ 25-30 წუთი დაბალ ტემპერატურაზე, ან იმ დროით რა დროც თქვენს ღუმელს სჭირდება.ნამცხვარი შეგვიძლია მოვრთოთ ნებისმიერი კრემით და გავაფორმოთ ციტრუსით, მაგრამ თუ დრო გაქვთ ვაგრძელებთ კეთებას.. უნდა გავაკეთოთ მეორე ასეთი ბისკვიტი და ორივე კარგად გავაგრილოთ.შემდეგ დაგვჭირდება 400 გრამი ოთახის ტემპერატურის უმარილო კარაქი, როდესაც კარგად ამოვა უნდა დავამატოთ 2 ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა, 2 ჩაის კოვზი ფორთოხლის წვენი, ამოვიყვანთ და დაბალ სიჩქარეზე უნდა დავამატოთ 200გრამი შაქრის პუდრა და ცოტა მარილი. გამზადებული კრემი წავუსვათ ნამცხვარს ყველა მხრიდან, გავაფორმოთ ციტრუსით და პიტნით.დაიმახსოვრეთ-ეს კარაქის კრემი არ უნდა შევინახოთ მაცივარში, აუცილებლად ოთახის ტემპერატურაზე.imageგემრიელად მიირთვით !!!

2
65
3-ს მოსწონს
ავტორი:იორინდა
იორინდა
65
  
2017, 24 დეკემბერი, 17:23
თან უგემრიელესი და მარტივი
2017, 23 დეკემბერი, 20:40
რა ლამაზიააა
0 1 2