x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
„მალე აზერბაიჯანელი მწყემსები გვეტყვიან, აქედან დაახვიეთ, ჩვენი მიწააო“
image


ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი აზერბაიჯანელი მწყემსის მხრიდან ქართველების მისამართით მკვლელობით მუქარის ფაქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.


რამდენიმე დღის წინ დედოფლისწყაროში, იორმუღანლოელი მწყემსი ადგილობრივებს მოკვლით დაემუქრა და აგრესია გამოავლინა. დაპირისპირების ფაქტი ჟურნალისტებმა ვიდეოზე აღბეჭდეს.


„ამის შემხედვარეს მგონია, რომ მალე აზერბაიჯანელი მწყემსები გვეტყვიან, აქედან დაახვიეთ, ჩვენი მიწაა, აქ ნუ ცხოვრობთო... ეთნიკურ უმცირესობებთან ბოდიში, მაგრამ, რთული საყურებელია, შენს მიწაზე გადამთიელი ასე რომ იქცევა. ბავშვობიდან მესმის, რომ „მოძმე“ აზერბაიჯანელები, რომლებიც საქართველოში მესაქონლეობას მისდევენ, ხშირად ჩაგრავენ ქართველებს, ანადგურებენ ნათესებს და ტყეებს. მათი უმრავლესობა საკუთარ საქონელს სხვისი ქონების განადგურების ფასად ინახავს. ამიტომ, არც ეს კონკრეტული ფაქტი გამკვირვებია. არ ვიცი, ეს მწყემსი მტყუანია, თუ ცამდე მართალი, თუმცა ყველა შემთხვევაში ასეთი აგრესია გაუმართლებელი მგონია. ერთი ზუსტად ვიცი, რომ ეს ნაცია ქართველს თავის სამშობლოში ასე არ გააჯეჯილებს!“... - წერს ილია მარტყოფლიშვილი.



დედოფლისწყაროში ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მწყემსს შორის დაპირისპირება ხეების გაჩეხვან და ნაკვეთების გადაძოვებამ გამოიწვია.


ამავე თემაზე: იორმუღანლოელი მწყემსი დედოფლისწყაროელებს მოკვლით ემუქრება (ვიდეო)



image

0
248
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
248
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0