x
image
ვიზა კოხაძე
"მომითაგეთ რა ვინმემ - ეკა, არ მყავს მეგობრებში და ვერ ვთაგავ" - კოკა ყანდიაშვილის ფეისბუქ სტატუსი
image"რუსთავი 2" - ის სატელევიზიო თოქ - შოუში " განსხვავებული აქცენტები", (რომელიც ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემაა), გადაცემის ავტორმა ე.წ. " შევარდნაძის დროინდელ" ჟურნალისტად კოკა ყანდიაშვილი მოიხსენია. ცნობილი ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი კი სოციალურ ქსელში ფეისბუქ სტატუსით ეხმაურება გადაცემის ავტორს ეკა კვესიტაძეს.. გადაცემაში სახელისუფლებო წევრების არ მისვლას ეკა კვესიტაძემ კოკა ყანდიაშვილის განკარგულებად ჩათვალა და დასაწყისშივე ისაუბრა ამ თემაზე, რაზეც როგორც ჩანს ყანდიაშვილის გაღიზიანება გამოიწვია და ჟურნალისტმა მას სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი მიუძღვნა.

ეკა კვესიტაძე - მადლობა ახალი თანამდებობისა და სტატუსისთვის, (ეტყობა ვერ დაეხსენი ჩემს მიმართ კომპლექსებს) მაგრამ საბედნიეროდ, სააკაშვილის დროინდელი, ნაციონალური მოძრაობის, პროსახელისუფლებო, მიშისტი, "ჟურნალისტები" - კარგა ხანია აღარ იღებენ გადაწყვეტილებებს, ვინ სად უნდა იმუშაოს, გამოჩნდეს ან დაიბლოკოს.
მინდა განგიმარტო, რომ კოკა ყანდიაშვილის განკა...
2, 1 ათასი ნახვა
იხილეთ მეტი რეაქცია
ეკა კვესიტაძე - მადლობა ახალი თანამდებობისა და სტატუსისთვის, (ეტყობა ვერ დაეხსენი ჩემს მიმართ კომპლექსებს) მაგრამ საბედნიეროდ, სააკაშვილის დროინდელი, ნაციონალური მოძრაობის, პროსახელისუფლებო, მიშისტი, "ჟურნალისტები" - კარგა ხანია აღარ იღებენ გადაწყვეტილებებს, ვინ სად უნდა იმუშაოს, გამოჩნდეს ან დაიბლოკოს.
მინდა განგიმარტო, რომ კოკა ყანდიაშვილის განკარგულებებს კი არ ასრულებს ვინმე - უბრალოდ არც ერთ საღად მოაზროვნე ადამიანს, ვისაც მეხსიერება არ ღალატობს - არ შეიძლება ჰქონდეს სურვილი, მივიდეს გადაცემაში ეკა კვესიტაძესთან - ვანო მერაბიშვილის ზონდერთან, რომელსაც, ჟურნალისტის პოზიცია ერგო - მიშას რეჟიმის დროს და ამ ამპლუას კიდევ ვერ დააღწია თავი. ესაა შენი პრობლემა და არა გრეტა, კოკა, სერაფიმე ან აგრაფინა.
კიდევ ერთხელ მადლობა რომ შეახსენე მაყურებელს, ჩემი არსებობის შესახებ. მოხარული ვიქნები გიხილო სხვა, საქმიანობის ახალ ასპარეზზე. ნიჭიერი გოგო ხარ და აუცილებლად გამოგივა.

პ.ს. მომითაგეთ რა ვინმემ - ეკა, არ მყავს მეგობრებში და ვერ ვთაგავ...

ყანდიაშვილის ამ სტატუსს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.




0
75
3-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0