x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
3000 ჰა სადავო მიწა დედოფლისწყაროში სამი სოფლის მოსახლეობას დაუბრუნდა
image


სოფელ ზემო ქედის, არხილოსკალოსა და ქვემო ქედის მაცხოვრებლებმა სადავო მიწის ნაკვეთის დამუშავება მოახერხეს. დილიჩის ტერიტრიაზე „საქართველოს ბანკის“ კუთვნილი 3000 ჰექტარი მიწა ადგილობრივებმა უკვე გაინაწილეს.


„საქართველოს ბანკსა“ და დედოფლისწყაროს სამი სოფლის მოსახლეობას შორის საბოლოო შეთანხმება შედგა. ადგილობრივებმა იურიდიულად შექმნეს ამხანაგობა „სამი ძმა“, რომელმაც ბანკთან ხელშეკრულება დადო. მოსახლეობამ ვალდებულება აიღო, 1 ჰექტარი მიწა 1 700 ლარად 8 წლის განმავლობაში გამოისყიდოს.


ამხანაგობის თავმჯდომარე დავით ჭიკაიძე ქიზიყი.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ პირობა ადგილობრივებისთვის მისაღებია და მოსახლეობამ თესვა უკვე დაასრულა.



„მას შემდეგ, რაც ჩვენი ერთობა იურიდიულად გავაფორმეთ და ეს კომფორტი შევუქმენით, ბანკი დათმობაზე წავიდა და ჩვენს მოთხოვნას დაეთანხმა. ამხანაგობაში 80 ადგილობრივი გაერთიანდა. ვადებულება ავიღეთ, რომ რვა წლის განმავლობაში შევძლებთ 3000 ჰექტარი მიწის საბოლოო შესყიდვას. მთავარი ისაა, რომ მოსახლეობას არანაირი პროცენტის გადახდა არ მოუწევს. ამხანაგობის წევრებს შორის მიწის ნაკვეთი ისე განაწილდა, რომ ყველა კმაყოფილი დარჩა. დამუშავების პროცესიც დავასრულეთ და ნაკვეთების მოვლა-პატრონობას ვაგრძელებთ, “ - აცხადებს „ქიზიყთან“ დავით ჭიკაიძე.


ადგილობრივები სამი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებს მართავდნენ როგორც სოფელში, ისე ნაკვეთში და თბილისში, ბანკის სათაო ოფისთან. რამდენიმე თვის განმავლობაში ნაკვეთში კერძო დაცვის სამსახურის გაძლიერებული შემადგენლობა იყო მობილიზებული, რომელიც მოსახლეობას მიწის დამუშავების საშუალებას არ აძლევდა. ადგილზე დაპირისპირება რამდენჯერმე შეტაკებაშიც გადაიზარდა.


2010 წელს სამი სოფლის მოსახლეობას კუთვნილი მიწები, ჯამში 3000 ჰა, ხელისუფლების ჩარევის შედეგად ჩამოართვეს და კომპანია „ჯეო-აგროს“ მიჰყიდეს. მოგვიანებით კომპანიამ მიწა იპოთეკით დატვირთა, რის შემდეგაც ნაკვეთი ბანკის მფლობელობაში აღმოჩნდა. ადგილობრივები მიწის დაბრუნებას მას შემდეგ ითხოვდნენ.


image

ამავე თემაზე: შირაქის ველზე მიწების დაბრუნების მოთხოვნით კიდევ ერთი აქცია გაიმართა


საპროტესტო აქცია „საქართველოს ბანკის“ ცენტრალურ ოფისთან


0
99
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0