x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი შენობის კოსტავას ქუჩაზე აგება გადაიფიქრა
image

პირველ არხს ახალი შენობის ასაშენებლად პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე არსებული მიწის ფართობი გადაეცემა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ და მენეჯმენტმა ეკონომიკის სამინისტროს მიმართეს თხოვნით, რომ ახალი შენობის ასაშენებლად მიწა გამოეყო. თავდაპირველად, გამარჯვებული პროექტის გამოვლენისას ითქვა, რომ ახალი შენობა კოსტავას 68-ში, იმავე ეზოში აშენდებოდა, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ათწლეულების მანძილზე მუშაობს.


ეკონომიკის სამინისტრომ პასუხად პირველ არხს პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე დაახლოებით ორი ჰექტარი მიწის ნაკვეთი შესთავაზა. სამინისტროს შეთავაზებას სამეურვეო საბჭოს 9 წევრიდან შვიდი დაეთანხმა, ხოლო ორმა თავი შეიკავა.


პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე პირველი არხის შენობა დაახლოებით, სამ წელიწადში აშენდება იმ პროექტით, რომელიც კონკურსის შედეგად შეირჩა. პირველი არხი კოსტავას ქუჩაზე არსებული ქონების გასხვისების შედეგად მიღებულ თანხას გამოიყენებს ახალი შენობისთვის და ტექნიკური გადაიარაღებისთვის.



„მივიღებთ ახალ, ულტრათანამედროვე შენობას, ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილს, ავცდებით დიდ ხარჯებს“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა გია ნიჟარაძემ პირველ არხთან საუბრისას.

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0