x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
ჩვენი ენერგიის წყარო - საინტერესო ინფორმაცია



image



მიტოქონდრია უმნიშვნელოვანესი ორგანოიდია, რომელიც უჯრედს ენერგიით ამარაგებს.ეს ენერგია მიტოქონდრიაში ორგანული ნივთიერებების წვის შედეგად თავისუფლდება და ატფ-ის მოლეკულაში ინახება.

imageმიტოქონდრიას ორი მემბრანა აქვს, გარეთა გლუვი მემბრანა დიდი რაოდენობის არხებს შეიცავს, რომელშიც თავისუფლად მოძრაობს შაქრები და ამინომჟავები.უფრო დიდი ზომის მოლეკულები კი სპეციალური გადამტანების, ე.წ. ტრანსლოკაზების საშუალებით აღწევს მემბრანათა შორის სივრცეში. ისინი მუშაობენ შიგნითა მემბრანის ტრანსლოკაზებთან ერთად, რათა დიდი ზომის მოლეკულები მაგალითად ცილები, რომელიც აუცილებელია მიტოქონდრიის ფუნქციონირებისთვის, მიტოქონდრიის შიგნით imageშიგნითა მემბრანით შემოსაზღვრული სივრცე ამოვსებულია მატრიქსით. მასში ელექტრ. მიკროსკოპით აღინიშნება 20-50ნმ დიამეტრის გრანულები, რომლებშიც გროვდება კალციუმისა და მაგნიუმის იონები, ნახშირწყლების ნაწილაკები, მატრიქსშივეა ცილების ბიოსინთეზის საკუთარი აპარატი. ის წარმოდგენილია რგოლისებრი უჰისტონო დნმ-ის მოლეკულის 2-ნ ასლით, რიბოსომებით, სატრანსპორტო რნმ-ით წარმოდგენილი ინფორმაციის ტრანსკრიფციის და ტრანსლაციის ფერმენტების. ძირითადი მაჩვენებლებით.ეს აპარატი ჰგავს პროკარიოტების ანალოგიურ აპარატს და განსხვავდება ეუკარიოტული უჯრედების ციტოპლაზმის ცილის სინთეზის აპარატისაგან. ეს მეტყველებს ეუკარიოტული უჯრედის წარმოქმნის სიმბიოზური ჰიპოთეზის სასარგებლოდ. მიტოქონდრიების საკუთარი დნმ-ის გენები აკოდირებენ მიტოქონდრიული, რიბოსომული და სატრანსპორტო რნმ-ის ნუკლეოტიდურ თანმიმდევრობას, აგრეთვე ზოგიერთი ცილის, უმეტესად ორგანელების შიგნითა მემბრანის ცილების პირველად სტრუქტურას. მიტოქონდრიების ცილების უმრავლესობის ამინომჟავური თანმიმდევრობა კოდირებულია უჯრედის ბირთვის ქრომოსომების დნმ-ში და წარმოიქმნებიან ციტოპლაზმაში მიტოქონდრიის გარეთ.

0
306
1-ს მოსწონს
ავტორი:davit-p13
davit-p13
306
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0