x
მეტი
  • 22.01.2018
  • სტატია:73315
  • ვიდეო:326339
  • სურათი:428942
მახათას მთაზე ტაძრის ფონდს ოფისი „იავნანამ“ მიაქირავა.. ორივე ფონდს ბურჭულაძე ხელმძღვანელობს

image

ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ საქველმოქმედო ფონდი „ივერიისა“, რომელიც მახათას მთაზე მშენებარე ტაძრის ფინანსებს განკარგავდა, შემოწირულობას არამიზნობრივად ხარჯავდა. მნიშვნელოვნად მაღალი იყო ადმინისტრაციის სახელფასო და სხვა ხარჯები. ფონდის ადმინისტრაციის წევრების წლიური ხელფასი საშუალოდ 140%-ით აღემატება ქვეყნის პრემიერმინისტრის წლიურ ხელფასს.


გაირკვა ისიც, რომ ფონდი „ივერიისა“ განთავსებულია საოფისე ფართში, რომელიც ფონდი „იავნანასგანაა“ დაქირავებული. ორივე ფონდის ხელმძღვანელი კი პაატა ბურჭულაძეა. უფრო მეტიც, „იავნანას“ ეს ფართი, რომელიც შემდეგ თავის მეორე ფონდს მიაქირავა, სახელმწიფოსგან საჩუქრად აქვს მიღებული, საიმისოდ, რომ საქველმოქმედო საქმიანობა გაცილებით ეფექტურად განეხორციელებინა.


ამას გარდა, ჟურნალისტური გამოძიების შედეგების მიხედვით, ორივე ფონდში ერთიდაიგივე ადამიანები იყვნენ გაფორმებულნი, რომლებიც ორივეგან კოლოსალურად დიდ სახელფასო ანაზღაურებას იღებდნენ.


ნახეთ ახალი ვიდეო ფილმი


მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის მამხილებელი ჟურნალისტური გამოძიებების ციკლი გრძელდება. შალვა რამიშვილის მიერ დაფუძნებული ინტერნეტტელევიზია POSTV აქვეყნებს კიდევ ერთ საგამოძიებო ფილმს "ბურჭულაძის ბეგარა", სადაც საუბარია, როგორ მოითბო ხელი მსოფლიო ბანმა მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობისთვის შეწირული მილიონებით.


წინა შემთხვევებში გამოქვეყნებული საგამოძიებო მასალებისა და ფარული ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებისას გაირკვა, რომ ბურჭულაძის ფონდის მიერ მრავალშვილიანთათვის გადაცემული ბინები საცხოვრებლად უვარგისია და მითვისებულია 10 მილიონ ლარზე მეტი.


გასულ კვირას ბურჭულაძე პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მან პროკურატურაში მისვლაზე უარი თქვა და დაკითხვა გადაიდო. სავარაუდოდ, მას სასამართლო წესით, ღია სხდომაზე დაკითხავენ.

1
195
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
195
  
2017, 19 დეკემბერი, 10:42
2 წელი ვმუშაობდი მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობაზე და სულ მაგაზე მეფიქრებოდა,თუ რაღა მადლი ჰქონდა ასე მაფიოზურად ტაძრის აშენებას
0 1 1