x
მეტი
  • 23.04.2018
  • სტატია:76339
  • ვიდეო:328981
  • სურათი:432545
5 მითი ღვინოს შესახებ, რომლიც დიდი ხნის წინ უნდა დამსხვრეულიყო

ღვინის ისტორია დასაწყისს ნეოლოთის ხანიდან იღებს და დღეს უკვე მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ მისი სამშობლო საქართველოა. უძველესი დროიდან უამრავი ლეგენდა, თუ მითი შეიქმნა ამ სასმელთან დაკავშირებით. ძველ მითებში თუ უფრო მეტად სასმელზე კეთდებოდა აქცენტები, დღეს მისი მოხმარების კულტურაზეა ყურადღება გამახვილებული. ბევრი მათგანი სიმართლეს შეესაბამება, მაგრამ ისეთებიცაა, ჭეშმარიტებისგან ძალიან შორს რომ არის და აქ სწორედ 5 მათგანია წარმოდგენილი:


image


I. სამზარეულო — საუკეთესო ადგილია ღვინის შესანახად


ღვინის შენახვა უმრავლესობას სამზარეულოში ურჩევნია, რადგან თუ საჭირო გახდება, შორს წასვლა არ მოუხდება. მაგრამ, სამზარეულო იდეალური ადგილი არ არის ღვინის შესანახად. რადგან მას განსაკუთრებული შენახვის პირობები ესაჭიროება იმისთვის, რომ საგემოვნი თვისებები, ბოთლის გახსნამდე, შეინარჩუნოს. ის მზის სხივებისგან დაცულ ადგილზე უნდა ინახებოდეს, ჰაერის შესაფერისი სინოტივის და ტემპერატურის დაცვით. სახლის პირობებში, ღვინისთვის საუკეთესო ადგილი სარდაფი არის.



II. დეკანტერი მხოლოდ ძველი და ძვირფასი ღვინოებისთვის არის საჭირო


როგორც ამბობენ, დეკანტირება ანუ სუფრასთან მიტანის წინ, ღვინის სპეციალურ მინის ჭურჭელში გადატანა ყველა ღვინისთვის საჭირო არ არის. მაგრამ, ეს მოსაზრება, სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება. დეკანტირება სამი მნიშვნელოვანი ამოცანის მოგვარებას უწყობს ხელს. ჯერ ერთი – სხვა ჭურჭელში გადასხმით, ღვინის ნალექის მოცილება შეიძლება. მეორე – ღვინოს სუნთქვის საშუალება ეძლევა და მასში მოხვედრილი ჟანგბადი უფრო არომატულს ხდის სასმელს. და, ბოლოს – ხდება ტანინის შერბილება, რაც ღვინოს უფრო გემრიელს ხდის. ამასთან, სუფრასთან გრაფინით მიტალილი ღვინო ბევრად უფრო რესპექტაბელურად გამოიყურება, ვიდრე საქარხნო ტარით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ერთი გრაფინის გამოყენება ძველი და ახალი ღვინოებისთვის არ შეიძლება. 5 წლამდე ასაკის ღვინოებისთვის, დეკანტერი განიერი ძირით და ვიწრო ყელით უნდა იყოს, ხოლო უფრო ძველი ღვინოებისთვის — ვიწრო ყელით და სფეროსებური ქვედა ნაწილით.

image
III. სუფრაზე თეთრი ღვინო ცივი მიაქვთ, წითელი – ოთახის ტემპერატურის


ღვინის გათბობის-გაციების ტემპერატურა პირდაპირ კავირშია მის მიერ არომატული ნივთიერების გამოყოფის ოდენობასთან. ამიტომ, ღვინის სუფრაზე მიტანამდე, საჭიროა მისი დაყენება საჭირო ტემპერატურაზე. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ისე ხდება, რომ თეთრი ღვინო საჭიროზე მეტად არის გაციებული, წითელი კი – საჭიროზე მეტად გამთბარი.

სინამდვილეში, თეთრი ღვინო მართლაც უფრო კარგად წარმოაჩენს თავის თვისებებს ცივი სახით, მაგრამ მისი არომატი სრულად რომ გაიხსნას, ტემპერატურა 7-8 °C უნდა იყოს ანუ მისი გაციება მაცივარში, საყინულიდან ყველაზე შორს მდებარე თაროზე უნდა მოხდეს. რაც შეეხება წითელ ღვინოს, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე უნდა იყოს, აქ ოთახის 15—16 °С ტემპერატურა იგულისხმება და არა 20-25 °С გრადუსი.



IV. რაც უფრო ძვირია – მით უკეთესია


სამწუხაროდ, დღეს, კარგი ღვინის სინონიმად ძვირიანი ღვინო ითვლება. მაგრამ, მიუხედავად ამ ფართოდ გავრცელებული მოსაზრებისა, კარგი ღვინის შეძენა მისაღები თანხის ფასებშიც შეიძლება. ღვინის ფასზე ძირითადად, ზეგავლენას ისეთი კრიტერიუმები ახდენს, როგორიც არის: ყურძნის ჯიში; წარმოების მეთოდი; აქვს, თუ არა ღვინის მწარმოებელ კომპანიას საკუთარი ვენახები; მონაწილეობა მიღებული გამოფენებში და პრიზები. ამრიგად, ერთ რეგიონში მდებარე ღვინის მწარმოებელი კომპანიების ღვინოები, რომლებიც ერთი ვენახიდან მიღებული ყურძნით ქმნიან პროდუქციას, შეიძლება ფასით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს.

image
V. წითელი – ხორცთან, თეთრი – თევზთან


მოსაზრება, იმის შესახებ, რომ ხორცთან აუცილებლად წითელი ღვინის მიტანაა საჭირო, ხოლო თევზთან – თეთრის, უკვე მოძველებულია. დარგის სპეციალისტები და მზარეულები ხანგრძლივი კამათის შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ უპირველეს ყოვლისა, საჭიროა რომ ადამიანს კერძის და ღვინის გემო ერთნაირად მოსწონდეს და გასტრონომიული პაზლის აწყობა, უკვე ამის მიხედვით უნდა მოხდეს.

რაც შეეხება, იდეალური წყვილის მოძებნს, გარკვეული წესის დაცვის შემთხვევაში, რთული არ იქნება: ერთად თუ იზრდებიან, ერთმანეთს ავსებენ. სხვა სიტყვებით, ყველა ქვეყნის და რეგიონის სამზარეულოში, უნდა მოიხმარდნენ სწორედ ადგილობრივ ღვინის ქარხნებში წარმოებულ ღვინოს.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageყურძნის უცნაური და იშვიათი ჯიშები

ღვინის გზა. მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ღვინის მწარმოებელი რეგიონები

საინტერესო ფაქტები ალკოჰოლის შესახებ. ყველაზე «მსმელი» ქვეყნების ხუთეული

ათი ფაქტი ლოთობაზე

მარგალიტის კოკტეილი

0
54
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0