x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ღვინის გზა. მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ღვინის მწარმოებელი რეგიონები
image



საქართველო


image

image

თუ ღვინის მოყვარული ხართ და საქართველოში ცხოვრობთ, ჩათვალეთ, რომ ძალიან გაგიმართლათ – საქართველო ყველაზე ძველი რეგიონია მსოფლიოს რეგიონებს შორის, სადაც ღვინოს უხსოვარი დროიდან აკეთებენ. ქვეყანას, კარგა ხანია, ღვინის მწარმოებელი რეგიონების რუკაზე, მტკიცედ უკავია კუთვნილი ადგილი და მისი პოპულარობა დღითი-დღე იზრდება. თუ გინდათ რომ ღვინო პირდაპირ ქვევრიდან დააგემოვნოთ, მაშინ ტურისტული კომპანიების შიდა ტურებით უნდა ისარგებლოთ და 1 ან 2 დღით კახეთს ეწვიოთ. ღვინის დეგუსტაციასთან ერთად, ამ უნიკალური კუთხის ბუნებას, ისტორიას და სამზარეულოსაც გაეცნობით.

image

ვალე (კანტონი), შვეიცარია


imageimageთუ ხელში შვეიცარული ღვინო მოგხვდათ, სავარაუდოდ, ის ვალეში (Valais) იქნება დამზადებული. რეგიონი ღვინის გარდა, ასევე სახელგანთქმულია სათხილამურო კურორტებით. ბევრი ღვინის მწარმოებლისთვის ეს ადგილი, უკვე კარგა ხანია, მშობლიურ სახლად იქცა. შესანიშნავ ღვინოსთან ერთად, აქ სტუმართმოყვარე ხალხი, გემრიელი კერძები და თვალწარმტაცი ხედები დაგხვდებათ­ – მეტი რა არის საჭირო ბედნიერებისთვის, როდესაც ტურისტი ხარ უცხო ქვეყანაში?


image

მოზელი (რეგიონი). გერმანია


image

image

გერმანიის ეს რეგიონი სწორედაც რომ საექსკურსიო ნუსხის ათეულში უნდა იყოს, არა მარტო იმიტომ, რომ აქ მთელს მსოფლიოში სახელგანთქმული ვაზის ჯიში – რისლინგი ხარობს, არამედ იმიტომ, რომ მდინარე მოზელის სანაპიროს ბორცვებზე, ულამაზესი სოფლები მდებარეობს.

image

ისრაელი


image

image

ღვინო აქ ბიბლიის დროიდან იწარმოება და სწორედ იმ პერიოდიდანვე არის სახელგანთქმული თავისი ხარისხით. ქვეყანაში ღვინოს, როგორც ძველი, ისე ახალი ტექნოლოგიებით აწარმოებენ. ღვინის ქარხნები ბევრ ქალაქში არის, მაგრამ ყველაზე მეტად, მეღვინეობის დარგში, ცნობილია გოლანის მაღლობები და იუდეის მთები (ყველაზე ცნობილი ღვინის რეგიონი ისრაელი).

image

ეტნა, სიცილია


image

image

ცოტა ხნის წინ, სიცილიამ სერიოზული ბრძოლა გამოუცხადა ტოსკანას, “იტალიის ყველაზე მთავარი ღვინის რეგიონის" წოდების მოსაპოვებლად. აქ წარმოებულ, ბრწყინვალე ხარისხის ღვინოს, ემატება შეუდარებელი ხედები ვულკან ეტნადან (სიმაღლე 3380 მ) და რა თქმა უნდა, ადგილობრივი კულტურა და სამზარეულო.

image

რონის ხეობა, საფრანგეთი


image

image

რონის ხეობა თავისი 13 ღვინის გზზით – Châteauneuf-du-Pape-დან - Côtes du Rhône-მდე სამხრეთით და Côte-Rôtie-დან - Hermitage Syrah-მდე ჩრდილოეთით – აუცილებელი მიმართულებებია ღვინის ყველა მოყვარულისთვის. უნაკლო ღვინის საწარმოები, აღმაფრთოვანებელი სამზარეულო და ორი კლიმატის ერთდროულად შეგრძნების შესაძლებლობა (რეგიონის ჩრდ–ში კონტინენტალური კლიმატია, ხოლო სამხრეთით – ხმელთაშუაზღვისპირული) – ამ რეგიონის მონახულების ყველაზე დიდი მიზეზია.

image

პიემონტი, იტალია


image

image

საუკეთესო ღვინო, თვალწარმტაცი პეიზაჟები, ფერწერული ღვინის საწარმოები და შუა საუკუნეების დროინდელი ქალაქები – ყველაფერი ეს პიემონტია. რეგიონის ყველაზა ცნობილი ღვინოები – Barolo и Barbaresco უნიკალურ კომბინაციებს ქმნიან ადგილობრივ კერძებთან ერთად. რეგიონში ჩასვლის შემთხვევაში, le Langhe, Monferrato და Canavese მონახულება აუცილებელია.

image

პრინც ედვარდის კუნძული, კანადა


imageimageპრინც ედვარდის კუნძული, ახალი წევრია ღვინის ბაზარზე. მაგრამ, ეს მისი უპირატესობა უდრო არის, ვიდრე ნაკლი. მისი ნაყოფიერი ნიადაგი და გრილი ჰაერი – იდეალური პირობებია ისეთი ვაზის ჯიშებისთვის, როგორებიც არის პინო ნუარი და შარდონე.

imageსანტორინი, საბერძნეთი


image

image

ეს კუნძული სახელგანთქმულია კრისტალურად სუფთა სანაპიროებით და ცისფერსახურავიანი თეთრი სახლებით. მაგრამ, ამის გარდა, სანტორინზე სტუმრობის კიდევ ერთი მიზეზი არსებობს – და ეს არის ღვინო. მინერალებით გამდიდრებული ვულკანური ნიადაგი, აძლევს უნიკალურ გემოს ყველაფერს, რაც მასზე იწარმოება.

image

image

4
437
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
437
  
2016, 16 სექტემბერი, 8:19
ჩილე..მსოფლიო ლიდერი ღვინის წარმოებაში და ექსპორტში .....ცნობისათვის
2016, 15 სექტემბერი, 12:11
სხვათა-შორის საკმაოდ ბერვი ტურისტი ინტერესდება ესპანური მეღვინეობით დღესასწაულიც აქვთ ღვინის რომელზეც ათასობით ტურისტი ჩადის დასასწრებად!
2016, 15 სექტემბერი, 11:45
აქ საუბარი საუკეთესო ღვინოებზე კი არა, ღვინის ტურიზმზე არის. კარგი ღვინო ბევრგან ისხმება, მაგრამ ტურისტული ინფრასტრუქტურა ყველგან არ არის განვითარებული და არის დახურული წარმოებებიც, სადაც უცხო პირთა შესვლა აკრძალულია. რაც შეეხება რიოხას, იქ მართლაც კარგ ღვინოს აწარმოებენ და საექსკურსიო ტურებიც არის, მაგრამ რეგიონი ,,ღვვინის გზის" რუკაზე ჯერ-ჯერობით არ არის. თუმცა, არის ინფორმაცია, რომ მომავალში მასაც ჩართავენ აღნიშნულ მარშუტში.
ყველას შეუძლია ესპანეთის ამ უმშვენიერეს რეგიონში ჩასვლა, მაღაზიაში ადგილობრივი ღვინის ყიდვა, მაგრამ მისი წარმოების ტექნოლოგიას ვერ გაეცნობა და ვერც პირდაპირ კასრიდან ჩამოსხმულ ღვინოს დააგემოვნებს.
2016, 15 სექტემბერი, 10:27
ესპანეთი ვის დატოვე? ერთ ერთი საუკეტესო ღვინო მსოფლიოში ლა რიოხა რომელიც რიოხაში მოყავთ!
0 1 4