x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134542
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
რომელი სართულია ყველაზე უსაფრთხო საცხოვრებლად

image




ბინის შერჩევისას უმრავლესობა პირველ, მეორე და მესამე სართულებს ანიჭებს უპირატესობას, რაც იმით აიხსნება, რომ გარესამყაროსთან ახლო კავშირი ადამიანებს კომფორტისა და უსაფრთხოების შეგრძნებას უქმნის, მაგრამ სინამდვილეში რამდენად უსაფრთხო და კომფორტულია ეს სართულები და რომელ სართულს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა ბინის ყიდვისას?

განვიხილოთ დაბლა მდებარე სართულების პლიუსები და მინუსები:

პირველი სამი სართულის მთავარი პლიუსი როგორც უკვე აღვნიშნეთ გარესამყაროსთან ახლო კავშირია, რაც ადამიანებზე ფსიქოლოგიურად დამამშვიდებელ გავლენას ახდენს.


უარყოფითი მხარეები:

ჰაერის შენელებული ცირკულაცია

ხშირად, პირველი სამი სართული ხეებითაა დაფარული, რაც მათ აბნელებს და ნესტის გაჩენას უწყობს ხელს. თავის მხრივ, ნესტი საუკეთესო პირობაა ობის სოკოს და ბაქტერიების გასამრავლებლად.

თუ სახლის წინ გზაა ან პარკინგი, მტვერი ერთერთ პრობლემად რჩება პირველი სამი სართულისთვის.

მანქანების გამონაბოლქვი, გაცხელებული ასფალტი, მტვერი-ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებების რისკს ზრდის.

ხმაურის დონე შედარებით ძლიერია ზედა სართულებთან შედარებით.


როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემები:

ხშირად გაანიავეთ ბინა, ასევე ხშირად სველი წესით დაამუშავეთ იატაკები და ნუ გააკეთებთ ეკონომიას იონიზატორზე, ჰაერის დამატენიანებელ და გამწმენდ მოწყობილობებზე.


მაღალი სართულების პლიუსები და მინუსები

უპირატესობა:

ნაკლები მტვერი ბინაში

ხმაურის დონე მნიშვნელოვნადაა შემცირებული

ხედი გაცილებით უკეთესია

უარყოფითი მხარეები:

ზოგიერთი ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე შესაძლოა ცუდად იმოქმედოს მაღლა მდებარე სართულებზე ცხოვრებამ, შესაძლოა სიმაღლის შიში, კლაუსტროფობია და დეპრესიაც კი განუვითარდეთ.

მე-7 სართულის ზემოთ მაგნიტური ველის რამდენადმე შესუსტება ხდება, რამაც შესაძლოა იმუნიტეტის დასუსტება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის დარღვევა და ნერვული სისტემის მოშლა გამოიწვიოს.

სამრეწველო მავნე გამონაბოლქვი 30 მეტრის ზემოთ გროვდება ჰაერში, შესაბამისად თავს ნამდვილად ვერ ინუგეშებთ იმით, რომ სუფთა ჰაერს სუნთქავთ.


30-ე სართული და უფრო ზევით:

ჰაერის სიმშრალე-იქიდან გამომდინარე, რომ ასეთ მაღალ სართულებზე უბრალოდ შეუძლებელია ფანჯრების ფართოდ გამოღება და ბინის განიავება, მოგიწევთ კონდიციონერით ისარგებლოთ, რაც ჰაერის გამოშრობას იწვევს.

თუ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, სახანძრო კიბე თქვენს სართულს ვერ მისწვდება.

საფრთხე, რომელსაც ინფრაბგერული ტალღები ქმნის-ჩვეულებრივ, დაბლა, მიწასთან ახლოს ეს ბგერები ვერანაირ გავლენას ვერ ახდენენ ჩვენზე, მაგრამ ასეთ სიმაღლეზე ის უკვე საშიში ხდება. მაღალი ინტენსივობის ინფრაბგერულმა ტალღებმა შინაგანი ორგანოების მუშაობის დარღვევა შეიძლება გამოიწვიონ.

დატვირთვა, რომელსაც ლიფტით მგზავრობისას იყენებთ ზედა სართლებზე ასვლისას თავისუფლად შეიძლება შევადაროთ ადამიანის ორგანიზმზე ნახევარსაათიან ფიზიკურ დატვირთვას, იმ განსხვავებით, რომ ლიფტში ეს დატვირთვა წამებში ხდება. ბევრი ადამიანი ვერ უძლებს წნევის ასეთ უეცარ ცვალებადობას.


რას გვირჩევენ მეცნიერები და ექიმები?

სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ექიმები იდეალურ საცხოვრებლად მიიჩნევენ მე-5, მე-6 და მე-7 სართულებს.

მე-5 სართულამდე გამონაბოლქვი აირები ვეღარ აღწევენ, მე-7 სართულის ზემოთ კი სამრეწველო მავნე ნივთიერებები გროვდება ჰაერში.

თუმცა, გაითვალისწინეთ: თუ თქვენი სახლი ისეთ ზონაშია, სადაც მაგისტრალი გადის და ავტომობილების ინტენსიური მოძრაობაა, ვერ დაგპირდებით, რომ მე-5 სართულზე სუფთა ჰაერით ისუნთქებთ. ბინის ყიდვისას შეარჩიეთ ისეთი ადგილი, რომელიც მაგისტრალიდან მოშორებით მდებარეობს და ირგვლივ გამწვანებაცაა. მე-5, მე-6 და მე-7 სართულების “წესი" აქ ნამდვილად იმოქმედებს.

0
925
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
925
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0