x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ძალადობის პრევენციის თემაზე დედოფლისწყაროში დისკუსია მოეწყო
image

დედოფლისწყაროს საკრებულოს სხდომათა დარბაზში სხვადასხვა პროფესიის მოქალაქეებს შორის ძალადობის პრევენციის თემაზე დისკუსია მოეწყო. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „დედოფლისწყაროს ქალების“ ორგანიზებით გაიმართა და მას ფსიქოლოგი ბესიკ გიგოლაშვილი უძღვებოდა.


როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „დედოფლისწყაროს ქალების“ ხელმძღვანელი ლალი მეხრიშვილი ამბობს, დისკუსია ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საზოგადოების ყველა ფენის და პროფესიის წარმომადგენელმა გამოსავალზე და ძალადობის პრევენციაზე ხშირად იმსჯელოს.


შეხვედრაზე აქტიურობდნენ პედაგოგებიც, რომლებიც მოზარდებს შორის ძალადობის თავიდან არიდების გზებზე საკუთარ პოზიციას აფიქსირებდნენ და საკუთარი პრაქტიკიდან მაგალითები მოჰყავდათ. ცალკეული შენიშვნები დააფიქსირეს მშობლებმაც.



დისკუსიაში მონაწილეთა უმრავლესობა თვლიდა, რომ აუცილებელია სახელმწიფომ ქმედითი ზომები დროულად მიიღოს, სხვა შემთხვევებში პერიფერიებში გამართული დისკუსიები საერთო სურათს ვერ შეცვლის.


0
33
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0