x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რძის ფხვნილის უგემრიელესი ტკბილეულის რეცეპტი (ერთხელ თუ მოამზადებთ, მაღაზიისკენ აღარ გაიხედებით)
image


ინგრედიენტები:


რძის ფხვნილი – 250 გრ.

შაქარი – 300–350 გრ.


კარაქი – 100 გრ.

წყალი – 100 მლ.

კაკაოს ფხვნილი – 2–3 ს. კ.

ვანილი – 1 მწიკვი


მომზადება:

I. მოხარშეთ წყლით და შაქრით სიროფი. დიდი ხნით დუღილი საჭირო არ არის, საკმარისია წამოდუღების შემდეგ, ცეცხლზე მხოლოდ 5 წთ. გაჩერება.


image


II. ცხელ სიროფში მოათავსეთ კარაქი და გააჩერეთ რამდენიმე წუთი. შემდეგ, მანამდე ურიეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.


image


III. ერთმანეთში შეურიეთ რძის და კაკაოს ფხვნილი.


image


IV. ჩაასხით სიროფი რძის ფხვნილის და კაკაოს ნაერთში და კარგად შეურიეთ ერთმანეთს. ამ ეტაპზე, უნდა დაამატოთ ვანილი ან რომელიმე სხვა არომატიზატორი (კარდამონი (ილი), დარიჩინი). ყველაფერი კიდევ ერთხელ შეურიეთ და მაცივარში შედგით 30-40 წუთით, რომ მასა შესქელდეს.


image


V. გამოძერწეთ ნებისმიერი ფორმის კანფეტი და ამოავლეთ კაკაოში.


image


VI. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ამოავლოთ დაფქულ ნიგოზში ან ქოქოსის ფანტელში.


image


VII. მოათავსეთ კანფეტი კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში. მაცივარში ის 5 დღე ინახება.


imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:image რჩეული რეცეპტები და პროფესიონალი მზარეულის რჩევები (+ ბონუსი – დიეტები და სხვა)image
image

0
541
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
541
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0