x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
აჭარული ჰალვა (რეცეპტი)
image


ეს არის ძალიან მარტივი და გემრიელი რეცეპტი. იგი ნაკლებად ჰგავს მაღაზიაში ნაყიდ, ჩვენთვის კარგად ცნობილ აღმოსავლურ ნუგბარს, მაგრამ გემოთი ნამდვილად არ ჩამოუვარდება. მას ძირითადად აჭარაში ამზადებენ.


ინგრედიენტები:


500 გ. სიმინდის თეთრი ფქვილი (შეიძლება ნახევარი სიმინდის, ნახევარი ხორბლის ფქვილი გამოიყენოთ).


250 გ. ნაღების კარაქი.

370 გ. შაქარი.

370 მლ. წყალი.


წმინდა საცერში გავცრათ ფქვილი. ტაფაზე დავდოთ კარაქი, დავაყაროთ ფქვილი და ვხალოთ სანამ ღია ყავისფერი არ გახდება.


მიღებულ მასას დავამატოთ ნახევარი შაქარი და კარგად ავურიოთ. დარჩენილი შაქრისგან გავაკეთოთ სიროფი: 370 მლ. მდუღარე წყალში ჩაყარეთ შაქარი, ოდნავ გავაგრილოთ და ჩავასხათ ტაფაში.


მიღებული მასა ხელით კარგად ავზილოთ ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე. გავაკეთოთ ბურთულები და დავაყოვნოთ 2-3 საათი.


აჭარული ჰალვა მზადაა.

0
4153
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
4153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0