სისხლის სამართალი თაღლითმა ცუკერმანმა რუსეთის შსს–ს ანგარიშიდან მოხსნა 215 მილიონი რუბლი, რომელიც ამოღებულ იქნა სექტის ხელმძღვანელის ბინიდან 2017, 6 დეკემბერი, 14:49 59-წლის მოსკოვის ოლქის მცხოვრებმა, ფეისბუქის დამაარსებლის მოგვარემ–იური ცუკერმანმა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს "მოპარა" 215 მილიონი რუსული რუბლი. აღნიშნული თანხა ამოღებულ იქნა რუსეთში მოქმედეი სექტის ლიდერის ანდრეი პოპოვის სახლიდან, რომელიც ცნობილია "ღმერთი კუზიას" მეტსახელით. ცუკერმანმა მეუღლის დახმარებით შეადგინა საბუთები, რომელიც ადასტურებდა, რომ სექტის ხელმძღვანელს "ღმერთ კუზიას" ჰქონდა ცუკერმანის ვალი 215 მილიონი რუსული რუბლი, რომელიც თითქოს ცუკერმანმა ასესხა მეუღლის თხოვნით სექტის ლიდერს სექტის საქმიანობის განვრცობისათვის. ცუკერმანის მეუღლე ჟანა ფროლუშკინა სექტის ლიდერის მთავარი თანაშემწე იყო და ხელი მიუწვდებოდა სექტის ლიდერის დოკუმენტაციაზე, რაც მეუღლის თხოვნით გამოიყენა კიდეც. როგორც კი რუსეთის ძალოვანმა უწყებამ სექტის ლიდერი და მისი მთავარი თანაშემწე დააკავა უკანონო საქმიანობისათვის და თაღლითური ხერხით მოქალაქებისაგან შესაწირის სახით უზარმაზარი თანხის მიღებისათვის, ცუკერმანმა დრო იხელთა და სასამართლოში იჩივლა მოტივით–ფული მე მეკუთვნის და სექტის ლიდერი არ მიბრუნებდაო, თან წარადგინა მისი და მისი ცოლის მიერ გაყალბებული სექტის ლიდერის დოკუმენტები, სადაც ჩაწერილი იყო, რომ სექტის ლიდერ პოპოვს ცუკერმანის 215 მილიონი რუბლი ემართა. 165 11-ს მოსწონს
|