x
მეტი
  • 11.12.2017
  • სტატია:71804
  • ვიდეო:324987
  • სურათი:427156
გარდაიცვალა საფრანგეთის "ელვის პრესლი", საკულტო როკ-მუსიკოსი ჯონი ჰოლიდეი

image

პარიზში 74 წლის ასაკში ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა როკ-მუსიკოსი და მსახიობი ჯონი ჰოლიდეი.ამის შესახებ იტყობინება გამოცემა L'Obs-ი.


"ჯონი წავიდა, ვწერ ამ სიტყვებს და კიდევ ვერ ვიჯერებ, მან ამ საღამოს მიგვატოვა"-წერს მუსიკოსის მეუღლე ლეტიცია.

ჰოლიდეიმ თავის ავადმყოფობის შესახებ ამა წლის 9 მარტს განაცხადა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"საფრანგეთის ელვის პრესლი" ასე უწოდებდნენ თაყვანისმცემლები ჯონი ჰოლიდეის.

image

ჯონი ჰილიდეი (ნამდვილი სახელი ჟან-ფილიპ ლეო სმეტი)სრულიად სამართლიანად ფლობს საფრანგეთის "როკის მეფის" ტიტულს, თავის კარიერის მანძილზე მან 400-მდე ტურნე გამართა, რომელსაც 15 მილიონი მაყურებელი დაესწრო, 2005 წლისთვის მისმა გაყიდულმა ჩანაწერებმა 80 მილიონ ასლს მიაღწია, 18 ალბომი გახდა "პლატინური", როკ მუსიკის გარდა ჯონი წერდა ფილმებისთვის მუსიკას შანსონის სტილში, 1997 წელს ქვეყნის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა იგი საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა.

image

2011 წელს გამოცემული ალბომი "Jamais seul" ერთ კვირაში 99000 ათასი ეგზემპლიარი გაიყიდა და ორი კვირის განმავლობაში სათავეში ედგა საფრანგეთის ჩარტებს.


ჯონი ჰოლიდეი ამა წლის 17 ნეომბერს გადაიყვანეს პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში ჯანმრთლეობის გაუარესების გამო.


0
60
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0