x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ანეგდოტი ნავთობმომპოვებელზე

image

ერთი ნავთობმომპოვებელი გარდაიცვალა და აღმოჩნდა სამოთხის კართან. წმინდა პეტრემ, რომელიც კართან იდგა უთხრა:

- მომისმინე, ნავთობმომპოვებელო, შენ არცთუ ბევრი შესცოდე ცხოვრებაში და სამოთხეში ადგილი დაიმსახურე, მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა - ყველა ადგილი, რომელიც განკუთვნილია ნავთობმომპოვებელთათვის სამოთხეში დაკავებულია.

- წმინდა პეტრე, - უპასუხა ნავთობმომპოვებელმა, - ნება მიბოძე, ბიზნესში ჩემს ყოფილ კოლეგებს ვუთხრა სულ სამი სიტყვა.

- კეთილი, თუკი მიგაჩნია, რომ რამეს შეცვლი, უთხარი.

წმინდა პეტრემ გააღო კარიბჭე. ნავთობმომპოვებელი მივიდა სამოთხის ზღურბლთან და თქვა: - ჯოჯოხეთში ნავთობი უპოვნიათ.

სამოთხეში მყოფი ყველა ნავთობმომპოვებელი ერთად ადგა და ჯოჯოხეთისკენ გაემართა.

გაოგნებულმა წმინდა პეტრემ წარმოსთქვა:

- მაშ, იყოს ასე. შენ დაიმსახურე შენი ადგილი სამოთხეში, შედი და აირჩიე ნებისმიერი.

- გმადლობთ წმინდა პეტრე, - უპასუხა ნავთობმომპოვებელმა, - ვაიდა, ჭორი გამართლდეს?

0
178
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0