x
მეტი
  • 17.05.2024
  • სტატია:134701
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509039
წაიკითხეთ და დაწვით ანუ როგორ ჩავიფიქროთ სურვილები ახალი წლის ღამეს და გავიგოთ მომავალი
image

ახალი წლის ჯადოსნური ღამე საუკეთესო დროა არამხოლოდ სამხიარულოდ, არამედ სურვილების ჩაფიქრებისთვის და მომავლის გასაგებად.

მაშ, ასე:

ყველაზე გავრცელებულია სურვილის დაწერა ფურცელზე და შემდეგ მისი საწვა და ფერფლის დალევა. ქაღალდის პატარა ნაკუწზე დაწერეთ თქვენი სურვილი და როცა საათი თორმეტჯერ დარეკავს დაწვით ქაღალდი თეფშზე, ფერფლი შამპანურში ან ღვინოში ჩაყარეთ და დალიეთ. ეს ყველაფერი კი მანამ უნდა მოასწროთ, სანამ საათი რეკავს და ახალი წლის დადგომას გვამცნობს.



მას შემდეგ, რაც საათი თორმეტჯერ დარეკავს, გარეთ უნდა გახვიდეთ სასეირნოდ. თუ საპირისპირო სქესის წარმომადგენელი შგხვდათ პირველად ე.ი. სავარაუდოდ ამ წელს თქვენს საბედოს გაიცნობთ, ხოლო თქვენივე სქესის წარმომადგენელთან შეხვედრა იმაზე მიანიშნებს, რომ საბედოსთან შეხვედრა ამ წელს არ გიწერიათ. თუ საპირისპირო სქესის წარმომადგენელი შეგხვდათ, ნუ მოგერიდებათ და სახელი კითხეთ. სახელი, რომელსაც გეტყვიან-თქვენი საბედოს სახელი იქნება.

ზოგიერთ ქვეყანაში კი გასათხოვარ ქალი ახალი წლის მერე ფანჯარაში იხედებოდა და სახელი, რომელსაც პირველად გაიგებდა, მისი მომავალი მეუღლის სახელი იქნებოდა.


image

ახალი წლის ღამეს, მას შემდეგ, რაც 12 საათი შესრულდება, აიღეთ ფურცლის 12 ნაჭერი, დაწერეთ თითოეულზე თქვენი მიზანი. ფურცლები ერთნაირად დაკეცეთ და თქვენი ბალიშის ქვეშ მოათავსეთ. დილით, გაღვიძებისთანავე აიღეთ ერთი ფურცელი. ის რაც მასზე წერია, ამ წელს აგისრულდებათ. რათქმაუნდა სურვილები რეალური უნდა იყოს და მთვარეზე გაფრენას არ უნდა ეხებოდეს, ამასთან მის შესრულებას თქვენც უნდა შეუწყოთ ხელი.მაგალითად, თუ ლატარიაში მოგება ჩაიფიქრეთ, არ დაგავიწყდეთ ლატარიის ბილეთის ყიდვა.


შეიძინეთ ახალი სავარცხელი.ახალი წლის ღამეს ამ სავარცხლით დაივარცხნეთ თმები და თქვით:“საქმროვ, მოდი საბედოსთან", ამის შემდეგ კი სავარცხელი ბალიშის ქვეშ მოათავსეთ. საქმროს სიზმარში ნახავთ.


ეს რიტუალი კი მარტომ უნდა ჩაატაროთ და თანაც იმ შემთხვევაში, თუ შეყვარებული გყავთ.აიღეთ ასანთის ორი ღერი და ცალ ხელში ერთად დაიჭირეთ. მესამე ღერით ცეცხლი აანთეთ და ამ ორ ასანთის ღერს მისი მეშვეობით მოუკიდეთ ცეცხლი. თუ წვის პროცესში ასანთი ღერები ერთმანეთისგან სხვადასხვა მიმართულებით გადაიხარნენ, ე.ი. სამწუხაროდ თქვენ ერთად ყოფნა არ გიწერიათ. თუ ერთად დარჩნენ-განუყრელები ხართ, ხოლო თუ მარტო ერთი ცალი გადაიხარა-თქვენს ურთიერთობაში ერთერთი მხარე გულგრილია.

image

აიღეთ ორი ერთნაირი ჭიქა. ერთი პირამდე გაავსეთ წყლით და ჩაუთქვით სურვილი, შემდეგ კი სცადეთ წყალი მეორე ჭიქაში ჩაასხათ, ისე, რომ არ დაგეღვაროთ. თუ სამ წვეთზე მეტი წყალი დაგექცათ, ამ წელს ეს სურვილი ვერ ახდება. თუ მხოლოდ ორიოდე წვეთი დაიქცა-მაშინ სურვილის ასრულებას უნდა ელოდოთ.


ასევე, ზოგიერთ ქვეყანაში სჯერათ, რომ თუ გასათხოვარი გოგო ახალიწლის ღამეს ბალიშის ქვეშ მაკრატელს და პურის ნატეხს დაიდებს, მას საქმრო დაესიზმრება


აიღეთ ოქროს ბეჭედი და თქვენს თმის ღერზე ჩამოკიდეთ. ჩაუშვით ცარიელ ჭიქაში და დაითვალეთ რამდენჯერ გაწკარუნდება ბეჭედი ჭიქის კედელზე. ციფრი, რომელსაც მიიღებთ იმ წლების რაოდენობაზე მიანიშნებს, რომელიც თქვენს ქორწილამდე დარჩა.

image

ახალი წლის ღამეს ჩაასხით ჭიქაში წყალი. გატეხეთ კვერცხი და მისი შიგთავსი დაუზიანებლად მოათავსეთ ჭიქაში. დატოვეთ შუადღემდე. თუ ჭიქაში ყველაფერი უცვლელად დარცა ე.ი. თქვენი ფინანსური მდგომარეობა ამ წელს არ შეიცვლება. თუ ჭიქაში ცოტა ბუშტუკებია-ვალები გექნებათ და თუ ბუშტუკების რაოდენობა ძალიან ბევრია, ამ წელს წარმატება და ფინანსური კეთილდღეობა გელით.


და ბოლოს: იყავით ყოველთვის ოპტიმისტი და ყველაფერი კარგად იქნება )





0
388
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
388
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0