x
image
გოგა წურწუმია -
სასამართლომ მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

image

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ხ.ნ. დამნაშავედ სცნო .


პროკურატურის ინფორმაციით მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 3 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ბოლნისის რაიონში, ხ.ნ.-მ საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს ე.გ.-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში თექვსმეტი ჭრილობა მიაყენა.


რუსთავის საქალაქო სასამართლომ ხ.ნ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

0
39
შეფასება არ არის
ავტორი:გოგა წურწუმია -
გოგა წურწუმია -
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0