ფეხბურთი ლოკომოტივის მე-6 ადგილი და დევდარიანი უკლუბოდ 2017, 29 ნოემბერი, 23:21 გიორგი დევდარიანი თბილისის ლოკომოტივს აღარ გაწვრთნის. 44 წლის სპეციალისტს კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა. ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ, ინფორმაციას ლოკომოტივი მოგვიანებით გაავრცელებს. 2017 წლის ეროვნული ლიგის გათამაშება, ლოკომოტივმა მე-6 პოზიციაზე დაასრულა. დევდარიანის გუნდმა 53 ქულა მოაგროვა. 29 შეფასება არ არის
|