x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
პრემიერლიგა: დეზებმა შეხვედრა დათმეს, კაჭკაჭები გადარჩნენ და მაურინიოს ცივი ოფლი
28 ნოემბერს ინგლისში პრემიერლიგის მე-14 ტურის მატჩები გაიმართა.


image

Brighton 0-0 Crystal Palace


სამხრეთელებმა შინ არწივები მიიღეს და შეხვედრა უგოლო ფრით დაასრულეს.



არწივებს ამჯერად ვერც მწვანე მინდორზე დაბრუნებულმა ბენტეკემ უშველა და ცხრილში ისევ ბოლო პოზიციაზე დარჩნენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ "ბრაიტონმა" შარშანდელ სეზონთან შედარებით ძალები აღიდგინა და 14-ე ტურის შემდეგ ცხრილის შუაში მე-10 ადგილზე მოექცა.

შეცვლები:



Leicester 2-1 Tottenham


საინტერესო და დაძაბული აღმოჩნდა "ლესტერისა" და "ტოტენჰემის" დაპირისპირება. პირველ ტაიმში მასპინძლები ვარდისა და მაჰრეზის გოლებით ორ ბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ და King Power Stadium-ზე შეკრებილ გულშემატკივრებს მორიგი 3 ქულის იმედი ჩაესახათ.


შეხვედრის მე-2 ნახევარი დეზების უპირატესობით წარიმართა და მატჩის 79-ე

ჰარი კეინმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა 2:1. საბოლოო ჯამში კარგმა დაცვითმა თამაშმა შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით 2:1 დასრულდა და "ლესტერი" მე-9 ადგილზე გადავიდა, ხოლო "ტოტენჰემი" მე-5 პოზიციას დასჯერდა.


შეცვლები:



Watford 2-4

Manchester United


წითელმა ეშმაკებმა სტუმრად გაინავარდეს და მეტოქეს 2:4 სძლიეს. კარგად შეთამაშებულმა და სილვას "ვოთფორდმა" საკუთარ კედლებში მაურინიოს ეშმაკების დამარცხება ვერ შეძლო. შეხვედრის პირველ ნახევარში ეშლი იანგმა დუბლი გაიფორმა და ტაიმის ბოლოს მარსიალის გოლით ტაბლოზე ანგარიში 0:3 დაფიქსირდა.


მე-2 ტაიმი მასპინძლების მცირე უპირატესობით წარიმართა და პორტუგალიელი სპეციალისტის გუნდი ახლოს იყო ქულის აღებასთან. მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე მაურინიოს ცივი ოფლი ასხამდა, რადგან ანგარიში 2:3 გახდა. საბოლოოდ კი წელს ფორმის პიკში მყოფ წითლებს ვოტფორდმა ვერ სძლია და 86-ე წუთზე ლინგრანდის გოლით ტაბლოზე ანგარიში 2:4 დაფიქსირდა.


ამ გამარჯვებით მანჩესტერ იუნაიტედი მე-2 პოზიციაზე დარჩა და მე-3 ადგილზე მყოფ ჩელსის 6 ქულით გაასწრო. ხოლო ვოთფორდი ამ მარცხის შემდეგ მე-8 ადგილს დასჯერდა.


West Brom 2-2 Newcastle Utd


მწვრთნელის დათხოვნის შემდეგ ვესთ ბრომიჩმა საკუთარ კედლებში ფორმიდან ამოვარდნილ კაჭკაჭებს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 2:2 დაასრულდა.


უელსელი რობლონ კანუს გოლის შემდეგ პირველი ნახევარი მასპინძლებმა მოიგეს და შეიძლება ითქვას გასახდელში მცირე უპირატესობით გავიდნენ.


მე-2 ტაიმი კი ისევ მასპინძლების შეტევებით დაიწყო და მატჩის 56-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახდა. ბენიტესის შეგირდები ზედიზედ მე-5 შეხვედრას ვერ იგებდნენ და ეს მარცხი დიდი დარტყმა იქნებოდა კლუბისთვის.


შეხვედრის 59-ე წუთზე კაჭკაჭებმა კლერკის დახმარებით ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს და ფრეზე თამაშის იმედი დაიტოვეს. გამარჯვებასთან ახლოს მყოფმა ვესთ ბრომიჩმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.


შეხვედრის დასრულების შემდეგ კლუბებმა მე-12 და მე-16 ადგილები გაინაწილეს.


შეცვლები:


83'
(Own goal) Evans J.



0
32
შეფასება არ არის
ავტორი:გოგა წურწუმია -
გოგა წურწუმია -
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0