x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
სახანძრო უსაფრთხოება - საქართველოში ეს პრაქტიკა არ არის


პირველ რიგში, მინდა სამძიმარი ვუთხრა გარდაცვლილების ოჯახებს.

მოკლედ, მრავალი მოსაზრება მივოსმინე რატომ მოხდა ასე?

იყო თუ არა სახანძროს რეაგირება დროული? იყო თუ არა სახანძრო უსაფრთხოება დაცული? და ა.შ...

მინდა ვთქვა, რომ მეხანძრე-მაშველებმა საკმაოდ ეფექტურად იმუშავეს და ჩაკეტილი სტუმრები გამოიყვანეს, სახანძრო უსაფრთხოებას რაც შეეხება, ამას ალბათ გამოძება დაადგენს, მაგრამ შეუძლებელია ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოება ყოფილიყო დარღვეული ეს ჩემი აზრია.


image

ასეთ სიტუაციაში საზოგადოებას პანიკა და ქაოსი მოცავს ხოლმე, გადარჩენის ინსტიქტი ირთვება და ინსტიქტურად მოქმედებს რა გეგმაც არ უნდა იყოს გამოკრული რა უსაფრთხოებაც არ უნდა იყოს დაცული, პანიკა ყველაფერს სძლევს, ამიტომ საჭიროა ყველა კომერციულ, ბიზნეს დაწესებულებაში, სასტუმროში უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საგანგებო მდგომარეობის დროს, თანამშრომლებისა და სტუმრების ევაკუაციაზე უზრუნებს.

საქართველიში ეს პრაქტიკა არ არის და ვერ ხედავენ საჭიროებას და დაცვას აბარია მსგავსი რაღაცები, მაგრამ დაცვა უკან მოუხედავად გარბის შენობიდან, რადგან გამოცდილება არ აქვს და მისი პასუხისმგელობაც არ არსებობს. ჩემი რჩევა ყველა კომერციულ დაწესებულებას - აიყვანეთ სახანძრო უსაფრთხოების ხელმძღვანელი თქვენი სტუმრებისა და ბიზნესის უსაფრთხოებისათვის.

0
13
1-ს მოსწონს
ავტორი:ბექა მე
ბექა მე
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0