x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
სახლი ბორბლებზე,რომლის ფასი 1,2 მილიონი ევროა
image

Volkner Mobil Performance Bus-ეს არის სრულყოფილი სახლი-ავტობუსი, რომელიც ნებისმიერ პრეტენზიულ ადამიანს დააკმაყოფილებს. იგი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროსავითაა, რომლის საშუალებით დედამიწის ნებისმიერ წერტილში სასიამოვნოდ დაისვენებთ.


12 მეტრის სიგრძის ავტობუსს ყოველგვარი კომფორტის გარდა გააჩნია ავტო-ფარეხი, სადაც თავისუფლად ჩაეტევა ნებისმიერი სპორტული ავტომობილი, ისეთები ვთქვათ, როგორიცაა Ferrari და Lamborghini.


image


ავტომობილი ერთი ღილაკის დაჭერით, ჰიდრავლიკური ლიფტის მეშვეობით გამოცურდება და ისევ შეცურდება ავტოფარეხში.


რაც შეეხება შიდა ინტერიერს, კლიენტს შეუძლია საკუთარი გემოვნების მიხედვით შეუკვეთოს მისაღების, სამზარეულოს, თუ აბაზანის დიზაინი კაფელ-მეტლახით გაწყობილი.

image

ავტობუსი აღჭურვილია დიდი მაცივრით და საყინულეთი, ჭურჭლის სარეცხი მანქანით, მიკროტალღური ღუმელით, Bose-Dolby-home Entertainment ხმის სისტემითა და ფართოეკრანიანი ტელევიზორით, რომელსაც თუ არ იყენებთ შეგიძლიათ კარადაში დამალოთ.

image

ამასთანავე საწოლი ოთახი მომენტალურად შეგიძლიათ ტვ-დარბაზად აქციოთ.

image

ავტობუსის ფასი იწყება 750 000 ევროდან და მთავრდება 1, 2 მილიონი ევროთი, გააჩნია შეკვეთის ვერსიას, ესეც Ferrari 458-ის გამოკლებით, რომელიც 170 000 ევრო ღირს.

image

ავტობუსს გააჩნია 800 ლიტრიანი მტკნარი წყლის რეზერვუარი და 600 და 300 ლიტრიანი ავზი წყლის ნარჩენებისათვის.

image

image

შეკვეთებს გერმანული კომპანია მთელი მსოფლიოდან იღებს, რა თქმა უნდა, ძირითადად, მდიდარი კლიენტებისგან.

0
261
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
261
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0