x
მეტი
  • 21.10.2020
  • სტატია:104258
  • ვიდეო:348085
  • სურათი:468855
მოემზადეთ! წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე არაჩვეულებრივ ავტომობილებს...

დღევანდელ სტატიაში საუბარი გვექნება ავტომობილებზე, თუმცა არა ძვირადღირებულებზე, არამედ არაჩვეულებრივებზე. მოემზადეთ ავტომოყვარულებო, ეს ავტომობილები ნამდვილად გაგაოცებთ.

image






BMW Isetta

image


Isetta არის მიკრო ავტომობილის მოდელი, რომელიც წარმოებულია Iso Autoveicoli- ს მიერ 1953-1955 წლებში. 1955 წელს BMW Isetta იყო მსოფლიოში პირველი მასობრივი წარმოების მანქანა, რომლის საწვავის ხარჯი 3 ლიტრს არ აღემატებოდა და ასევე იყო ყველაზე გაყიდვადი ერთცილინდრიანი ძრავის მანქანა, 161, 728 ერთეულიანი გაყიდვით. გარდა ამ ყველაფრისა, ისეტა წარმოადგენდა BMW- ს პირველ მიკრო მანქანას და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ პატარა მანქანას მსოფლიოში. თავდაპირველად ამ მოდელს მხოლოდ 3 საბურავი ჰქონდა.







Phoenix Bamboo

image


გარემოს სიყვარულით შექმნილი ავტომობილი. Phoenix- ის კორპუსი და ინტერიერი დამზადებულია ბამბუკის ჯოხებით. ამ ავტომობილის შემქმნელები არიან ალბრეხტ ბირკნერი და კენეტ კობონპუე ნუნი, რომლებმაც მიზნად დაისახეს მომავლის ავტომობილის შექმნა, რომელიც ასევე გარემოს არ დააბინძურებდა. 2011 წელს პროექტის დასრულებას 10 დღე დასჭირდა. სრულად ხელნაკეთი ფენიქსი, დაახლოებით 4 მეტრის სიგრძისაა; იგი შედგება ბამბუკის, რატანის, ფოლადისა და ნეილონისგან.








8 საბურავიანი ტოიტა

image


როდესაც ვსაუბრობთ 8 ბორბალზე, თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ეს ლიმუზინია ან კიდევ 8 ბორბალი გვერდიგვერდაა განთავსებული. თუმცა ეს ახალი ტოიტა სედანი ძალიან განსხვავდება სხვა ავტომობილებისაგან. უცნაურია, მაგრამ როდესაც ავტომობილი იწყებს მოძრაობს, ყველა ბორბალი იწყებს მოქმედებას... სამწუხაროდ ამ ავტომობილის შესახებ დამატებით ინფრომაციას არ ვფლობთ...







Sea Lion


image


გაიცანით მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ამფიბიორი მანქანა. ზღვის ლომი 2006–2012 წლებში განხორციელებული პროექტის პროდუქტია, ეს მანქანა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ამფიბიური მანქანაა, მას წყალში შეუძლია 96 კმ/სთ განავითაროს. ავტომობილი ხმელეთზე 200 კმ/სთ სიჩქარემდე აღწევს. ფასი 150 000 დოლარიდან იწყება.
























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> იხილეთ ასევე <<< <<



იშვიათი სილამაზის 5 ახალშობილი ცხოველი

image



მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული 5 ფრინველი

image



7 დაუჯერებელი გარეგნობის ქალბატონი, რომლებიც რეალურად არსებობენ!

image



4 ყველაზე საშიში ნივთიერება, რომელიც დედამიწაზე მოიპოვება

image



გადარჩენილი კაცობრიობა : ბონილას კომეტა

image



იცოდით, რომ მარტორქებს შეუძლიათ სპილოების, ბუფალოების და ასევე ლომების გამოწვევა

image



მეცნიერების მიერ აღმოჩენილი 5 ახალი სახეობის არსება!

image



7 უცნაური ხე, რომელიც გამოირჩევა უნიკალური მახასიათებლებით

image



0
400
3-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
400
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0