x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
მამაკაცმა მეცხრე სართულიდან გადმოვარდნილი ქალი გადაარჩინა(ვიდეო)
image

ჩილეს დედაქალაქში, სანტიაგოში, ემიგრანტმა ჰაიტიდან მე-9 სართულიდან ჩამოვარდნილი ქალი გადაარჩინა.


ქალი ჩამოკიდებული იყო მე-9 სართულის აივანზე, როგორ მოხვდა ქალი ამ სიტუაციაში გამოცემა Daily Mail-ი არ აზუსტებს, შესაძლოა ფანჯრებს წმინდავდა.

ქვემოთ შეიკრიბა ბრბო, რომელსაც ამ ყველაფერს მობილური ტელეფონით იღებდა.


რიჩარდ ჯოზეფი, რომელიც ჰაიტიდანაა და სამი წლის წინ ჩამოვიდა ჩილეში, გაჩერებაზე ავტობუსიდან ჩამოვიდა, დააინტერესდა რა ხდებოდა და შეკრებილ ხალხს მიუახლოვდა.

"თავიდან მეც მობილური ამოვიღე და გადაღება დავიწყე, მერე უცებ თავში გამიელვა, ეს არაა სწორი საქციელი, ამის შემდეგ დავიწყე ფიქრი, როგორ გადამერჩინა ის ქალი, სავარაუდო ადგილი შევარჩიე, სადაც შესაძლოა ჩამოვარდნილიყო და შემემსუბუქებინა მისი ვარდნა, მინდოდა, რომ ის თავით არ დაცემულიყო."-იხსენებს რიჩარდი.

image

რიჩარდი დადგა კორპუსის ქვეშ და ხელები ზემოთ აიშვირა, როდესაც ქალი ჩამოვარდა პირდაპირ მას დაეცა, ორივემ ტრავმები მიიღო, მაგრამ გადარჩნენ.

ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რიჩარდს კი დაუზიანდა მუხლი, ხელები და ტერფი.

მისი გმირობით აღფრთოვანებულმა ჩილელმა ფილანტროპმა ლეონარდო ფარკანსმა (Leonardo Farkas) მკურნალობისთვის ჰაიტელ მიგრანტს 1 მილიონი პესოთი დაეხმარა(დაახლოებით 3 000 აშშ დოლარი)

22 ნოემბერს კი რიჩარდ ჯოზეფი, ჰაიტელი გმირი, თვით ჩილეს პრეზიდენტმა მიშელ ბაჩელეტმა მიიღო და მადლობა გადაუხადა გამოჩენილი გმირობისთვის.

image

image




1
161
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
161
  
2017, 26 ნოემბერი, 12:43
გმირი აი ეს არის, სკუტარი სიცოცხლის ფასადა იხსნა სხვა
0 1 1