x
მეტი
  • 20.05.2019
  • სტატია:90136
  • ვიდეო:340051
  • სურათი:452464
"მე რომ მისი დედა ვყოფილიყავი, გაჩენის დღეს ვიწყევლიდი ყოველ დილას და ატალახებულ მიწაში სახით ჩავემხობოდი, უნუგეშო, ალაჰსა და ქრისტეზე ერთნაირად გამწყრალი "- ნატა გელაშვილის ემოციური პოსტი

image

რუსთავი 2-ის ჟურნალისტი გარდაცვლილი სპეცრაზმელის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს, გთავაზობთ უცვლელად:

მე რომ მისი ცოლი ვყოფილიყავი, სამძიმარზე მოსულ მაღალჩინოსნებს, ალბათ, თავს მოვაჩვენებდი, რომ ვამაყობ გმირის ცოლობით და ყოველ ღამე ვიოცნებებდი, ჩემი ქმარი ერთი მაჩანჩალა ბუღალტერი ყოფილიყო, ოღონდ მომფერებოდა.


მე რომ მისი შვილი ვყოფილიყავი, ვიტირებდი ბევრს, ჩავიცვამდი შავებს და წლების შემდეგ, დედაჩემისგან განსხვავებით, შეძლებდი, გული იმით გამემაგრებინა, რომ მამაჩემი მაგარ კაცად მოკვდა.


მე რომ მისი დედა ვყოფილიყავი, გაჩენის დღეს ვიწყევლიდი ყოველ დილას და ატალახებულ მიწაში სახით ჩავემხობოდი, უნუგეშო, ალაჰსა და ქრისტეზე ერთნაირად გამწყრალი. მერე, ალბათ, ქრისტეს მაინც ვაპატიებდი და საკურთხს წავიღებდი ტაძარში.


მე რომ მისი და ვყოფილიყავი, ხშირად ვნახავდი, როგორ ტირის ძაძით მოსილი დედაჩემი ოთახის ბნელ კუთხეში, შვილის ხსოვნისთვის მოწყობილ კუთხეში ანთებულ კანდელს მიფიცხებული და ხანდახან დავიღლებოდი ამდენი ტრაგედიით. ვიგლოვებდი ჩემ ძმას და ყველას ვეტყოდი, რომ მე იმ უსამართლოდ მკვდარი კაცის და ვარ, რომლის სიცოცხლეც ყველაფრად მიღირდა.



მე რომ მის ოჯახში მეცხოვრა,
ხშირად გავიგებდი კითხვას : “რატომ მაინცდამაინც ჩვენ?” და სისხლი მომასკდებოდა პასუხებისგან დაცლილ ტვინში.



მაგრამ მე არც ცოლი ვარ, არც შვილი, არც დედა და არც და.
არც მის ოჯახში ვიცხოვრებ როდესმე.
მე მხოლოდ თანამოქალაქე ვარ, რომელიც შეიძლება, ქუჩაში გადაჰყროდა შემთხვევით და მხოლოდ მისი დაბერილი კუნთები შეემჩნია, შიშნარევი მიზიდულობით.
მე ის ვარ, ვინც ზუსტად იცის, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმი სავსეა დაუფასებელი შრომითა და ჩვენგან ჩაგრული, დაუმსახურებლად ამოძულებული ბიჭებით.
მე ის ვარ, ვინც ვერასდროს იგებდა, რატომ ვერ იტანდნენ შავნიღბიანებს.
მე ის ვარ, ვინც ბევრი მისნაირის თვალწინ გაიზარდა.
მე ის ვარ, ვისაც მამა ასწავლიდა, რომ იმ ამოჭრილ რკალებში შერჩენილი შიშველი თვალები ბევრად მეტ სიმართლეს იტევს, ვიდრე ბევრი უნიღბო სახე ცისფერი ეკრანებიდან.
მე ის ვარ, ვინც ბრაზით სკდება, როცა ჩვენ ბიჭებს უსამართლოდ აკრიტიკებენ.
მე ის ვარ, ვინც ვერასდროს უპასუხებს კითხვას : “რატომ მაინცდამაინც ჩვენ?”

image

10
4014
4-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
Mediator image
4014
  
2018, 7 ივნისი, 13:18
SEV.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!SEV.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!SEV.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!SEV.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!SEV.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!SEV.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!
2018, 7 ივნისი, 13:18
SEV.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!
2018, 7 ივნისი, 13:17
modi da gaichine bevri megobari es linkia ♥ http://sev.ge/index.php
2018, 7 ივნისი, 13:17
modi da gaichine bevri megobari es linkia http://sev.ge/index.phpmodi da gaichine bevri megobari es linkia http://sev.ge/index.phpmodi da gaichine bevri megobari es linkia http://sev.ge/index.phpmodi da gaichine bevri megobari es linkia http://sev.ge/index.php
2018, 7 ივნისი, 13:17
modi da gaichine bevri megobari es linkia http://sev.ge/index.phpmodi da gaichine bevri megobari es linkia http://sev.ge/index.php
2018, 7 ივნისი, 13:17
modi da gaichine bevri megobari es linkia http://sev.ge/index.php
2017, 27 დეკემბერი, 20:29
ამ ადასმიანების ლიკვიდაცია ნებისმიერ დროს შეეძლოთ, თუმცა აქ არა სპეცრაზმელების არამედ უფრო ზემდგომი პირების დანაშაული იკვეთება. ეს ადამიანები შემოუსვეს თანხის სანაცვლოდ ქვეყანაში და რაც მოხდა იმაზე მტკივა გული. რატომ ? ეს ადამიანი ცოცხალი გმირი რომ ყოფილიყო , ხომ შეიძლებოდა?
2017, 27 დეკემბერი, 9:36
ყველაფერი შესაძლებელია მაგრამ ერთი კი უნდა იცოდეთ,რომ ოცეულს ჩასაფრებით ასეულის განადგურება შეუძლია. როდესაც კორპუსში ხარ გამაგრებული და საბრძოლო მასალა გაქვს მომარაგებული ნებისმიერ ძალას გაუწევ წინაღმდეგობას. უბრალოდ არ ცოდნით საქმეს ნუ დავაზიანებთ და ჩირქს ნუ მოვცხებთ ჩვენ სპეცრაზმელებს. ჩატაევი ვიღაც ბაცაცა არ გეგონოთ. ეს იყო მცირე მაგრამ თავზე ხელაღებული ბანდა,რომლისთვის ადამიანის სიცოცხლეს 0 ფასი აქვს.არავის უნდა მოკლას ადამიანი და არც ჩვენი სპეცრაზმელები არიან გამონაკლისები. ამიტომაც იყო ამდენ ხანს სპეცოპერაცია. იქნებ ბესლანი გერჩიათ და დიდიანპატარიანა ამოეწყვიტათ ყველა. განსხვავება დავინახოთ და უაზრო ინფორმაციას ყურადღებას ნუ აქცევთ. სპეცოპერაცია წარიმართ პროფესიონალურად,სადაც მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შანსი 0 ტოლი იყო. სამწუხაროდ დაიღუპა სპეცრაზმელი და მგონია მასაც არ ენდომებოდა უაზროთ ჩაეთვალათ ის რაც გაკეთა. დაიმახსოვრეთ,რომ ჯარში მსახური ნიშნავს 1 ფეხით სამარეში დგომას და ესეთი რაღაც ყოველთვის შეილება მოხდეს და ეს არ ნიშნავს რომ უფრო უკეთესად უნდა გაეკეთებინათ. გამოვიდა ისე როგორც გამოვიდა და სხვანაირად თუ არ წავიდა საქმე ე.ი. შეუძლებელი იყო
2017, 27 დეკემბერი, 9:23
არც ეგრეა ჩემო ნატა. როდესაც ამბობ,რომ არ აფასებენ ამ ხალხის შრომას და თავდადებას გასაგებია. ვიცი მეც შემემთხვა და პირადად ჩემზე გამოვცადე ის ზიზღი,რომელზეც თქვენ მიუთითებთ.მაგრამ საბედნიეროდ ისეთი ხალხი ცოტაა ამ ქვეყანაში ვინც უპატივცემულობას გამოხატავენ. უბრალოდ ესენი ჩანან იმიტომ,რომ რაღაცისთვის ან ვიღაცისთვის აკეთებენ ამას. ჩვენნაირი ხალხი ბევრი ამ ქვეყანაში. 2008 წელს წასვლა გვინდოდა მე და ჩემს მეგობრებს ომში მაგრამ უარი გვითხრეს გასაგები მიზეზების გამო,ჩვენ ხომ მაშინ 16 წლისანი ვიყავით. მაგრამ როდესაც სრულწლოვანი გავხდი და სწავლა დავამთავრე არც მიფიქრია და წავედი ფორმა ჩავიცვი. მეამაყებოდა იმს,რომ გმირების ფორმა მეცვა და თავაწეული დავდიოდი,რომ მე შევძელი მემსახურა ცოცხალი გმირების გვერდით. სწორედ ესეთი ადამიანების დამსახურება არის და დიდი გავლენა იქონია ჩემს გადაწყვეტილებაზე. მიუხედავათ,იმისა რომ 1 წელი ვიმსახურე,დღემდე თავს ვთვლი ჯარისკაცად და საჭიროების შემთხვევაში მზად ვარ მათ ზურგი გაუმაგრო. ესეთი ადამიანები დიდხანს ცოცხლობენ და იცოცხლებენ. მაგრამ ჩვენი ვალდებულება კი სხვაა რამეა. მათ ოჯახებს ყოველდღიურად უნდა ვაგრძნობინოთ,რომ ჩვენ ვაფასებთ იმას,რაც ამ ხალხმა გაკეთეს და ყურადღება მივაქციოთ მათ შვილებს. დიდება ქართულს სპეცრაზმს და ქართულ ჯარს. ვუსურვებ ზურგში მოყვარე არ გამოლეოდეთ და მადლობა იმისთვის რომ მშვიდად ძინავთ ქართველებს
2017, 23 ნოემბერი, 18:09
ვფიქრობ ამ მსხვერპლის არიდება შესაძლებელი იყო. ტერორისტული დაჯგუფების შესახებ თუ რამდენიმე კვირით ადრე იცოდნენ, ნუთუ უსისხლოდ შეუძლებელი იყო მისი აყვანა ან თუნდაც ლიკვიდაცია, ისე,რომ ამას მხვერპილი არ მოყოლოდა? საეჭვო მდგომარეობაა, როცა იცი, ვინ , სად და როდის რას აკეთებს და ასეთი ფორმით კეთდება სპეცოპერაცია.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10