x
image
Maia kordzadze
დიმიტრი შეპელევი ჟანა ფრისკეს მეგობართან ცხოვრობს

image
image

მომღერალ-ჟანა ფრისკეს მამამ, ვლადიმირმა განაცხადა, რომ დიმიტრი შეპელევმა, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, შეძლო პირადი ცხოვრების დალაგება. ახლა ის ჟანას პერსონალურ კოსმეტოლოგთან და მეგობართან- ქსენია სტეპანოვასთან ცხოვრობს.


image


"ადრე ქსენია მოდიოდა ხოლმე პლატონთან. მოგვიანებით გავიგე, რომ ის და დიმა იმდენად ახლოს იყვნენე ერთმანეთთან, რომ თავის შვილიშვილთან ერთად საბერძნეთში იყვნენ წასული. ახლა სტეფანოვი მათთან გადავიდა საცხოვრებლად ", -განაცხადა ჟანას მამამ StarHit-ში.



image


“ეჭვი მაქვს, რომ ისინი ჟანას ავადმყოფობის დროს დამეგობრდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვინ მოახერხებდა ჟანას დოკუმენტებზე გაყალბებულ ხელის მოწერას" - ისაუბრა მან თავის ვარაუდზე.


ჟანა ფრისკეს მამის განცხადებით, წამყვანმა ძიძა გაათავისუფლა, რადგან ახლა ბავშვზე მისი ახალი თანამგზავრი ზრუნავს. მან აღნიშნა, რომ მას შემდეგ, შვილიშვილთან ურთიერთობები ძალიან შეიცვალა.


"პლატონთან ბოლო შეხვედრამ ძალიან გამაოგნა, ისე რომ არც კი ვიცი ..." შვილიშვილმა მკითხა: "ბაბუა, სად არის ფული, სად არის სახლი?" ის ჩვენ წინააღმდეგაა და ვფიქრობ, რომ არაფერი გვეშველება "-თქვა ვლადიმერ ფრიკემ.


ქსენია სტეპანოვასთან დაკავშირების მცდელობამ შედეგები არ მოიტანა. "მე ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ ის არასოდეს არ იღებს ტელეფონს.ოლია ორლოვამაც სცადა მასთან დაკავშირება, მაგრამ უშედეგოდ. შეიძლებ ქსენიამ შეუცვალა პლატონს დედა, მაგრამ ნათესავების იგნორირება? "-დაიჩივლა ფრისკემ.


შეგახსენებთ, რომ დიმიტრი შეპელევმა განაცხადა, რომ ქსენია სტეპანოვა იყო ერთადერთი ადამიანი, რომელმაც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მხარში ედგა მას. იგი ჟანას ავადმყოფობის დროს და მისი სიკვდილის შემდეგაც გვერდიდან არ მოსცილებია. დიმიტრიმ ერთ-ერთ ინტერვიუში მას "ნაზი მხსნელი" უწოდა.


შეგახსენოთ, რომ მომღერალი- ჟანას ფრისკე 2014 წელს კიბოთი დაავადდა. არა მხოლოდ ვარსკვლავები, არამედ რიგითი მოქალაქეები გამოეხმაურნენ მას, ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით. შეგროვებული ფული საკმარისი იყო, არა მხოლოდ საგანგებო თერაპიის კურსის ჩატარებისთვის, არამედ რამდენიმე კიბოთი დაავადებულთა დასახმარებლადაც.


ამერიკის შეერთებულ შტატებიდან რუსეთში დაბრუნებულ ჟანას გადაწყვეტილი ჰქონდა დაავადების დაამარცხა. მაგრამ სამწუხაროდ, სასწაული არ მოხდა და 2015 წლის 15 ივნისს, ჟანა ფრისკე გარდაიცვალა.



image


ამის შემდეგ, შეგროვებული ფულის გამო, რეალური სკანდალი ატყდა. ჟანას ნათესავებმა ვერ დაამტკიცეს, რომ 21, 6 მილიონი რუბლი, რომლებიც Rusfond-მა ვარსკვლავის მკურნალობაზე გამოყო, სათანადო მიზნისთვის არ იქნა გამოყენებული. ახლა ფრისკეს მშობლები და მისი შვილის მამა- დიმიტრი შეპელევი ვალდებულნი არიან დააბრუნონ ეს თანხა ფონდში. ფრისკეს მშობლებს სასამართლო დაპატიმრება ემუქრება.





0
176
5-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0