x
image
Maia kordzadze
ზღაპრული სასახლე და 2 მილიონის ღირებულების ტორტი: ალა პუგაჩოვას შვილიშვილის ქორწილის დეტალები

ალას შვილიშვილის ქორწილი
27 ივლისს ალა პუგაჩოვას შვილიშვილმა, 26 წლის ნიკიტა პრესნაკოვმა და 20 წლის ალენა კრასნოვამ დააკანონა თავიანთი ურთიერთობა. რეგისტრაცია გაიმართა ბარვიხის ქორწინების სასახლეში.

პატარძალი ანათებდა ბრწყინვალე, თეთრ კაბაში, მოშიშველი მხრებით და შლეიფით. სიძემ გადაწყვიტა ამ დღეს თავისი როკ-მუსიკოსის იმიჯისთვის გვერდი აევლო და აირჩია კლასიკური სმოკინგი.
image

ცერემონიის შემდეგ, ახალგაზრდები გაემართნენ საბანკეტო დარბაზში "Larks" - სასახლე მდებარეობს მოსკოვშის მახლობლად, სადაც ნიკიტას და ალენას სტუმრები ელოდნენ.


სასახლე

200-მდე ადამიანი მიიწვიეს ქორწილში. მათ შორის იყვნენ სიძის დედა- კრისტინა ორბაკაიდე, მამა-ვლადიმერ პრესნიაკოვი, მამის ცოლი ნატალია პოდოლსკი, ფილიპ კირკოროვი, დიმიტრი კოლდუნი, ვალენტინ უდაშკინი ოჯახთან ერთად, მაქსიმ გალკინი და ალა პუგაჩოვა.


ალა პუგაჩოვა

სიძის ბებია იმ დღეს არანაკლებად გამოიყურებიდა, ვიდრე პატარძალი. მომღერალი ცერემონიაზე მოშიშვლებულ მხრებიანი, თეთრი კაბით გამოჩნდა.


image

ახალდაქორწინებულები გატაცებით ემზადებოდნენ დღესასწაულისთვის და გააზრებული ჰქონდათ ყველა დეტალი მოსაწვევების დიზაინიდან დაწყებული, დარბაზის გაფორმებით დამთავრებული. წყვილისათვის საქორწინო ტორტი მოამზადა საკონდიტრო წრეების ცნობილმა ვარსკვლავმა-რენატ აგზამოვმა. დესერტი ჰგავდა ხელოვნების ნიმუშსს. ამბობდნენ, რომ ახალდაქორწინებულთა ფუფუნება ტორტი ღირს ორი მილიონი რუბლი!


ტორტი


0
3022
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
3022
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0