კინო ტოპ - 5 შესანიშნავი ფილმი საღამოსთვის - ნაწილი №4 2017, 18 ნოემბერი, 22:03 №1 Silver Linings Playbook/იმედის სხივთა კრებული - ფილმი მოგვითხრობს ფსიქოლოგიური პრობლემის მქონე ორ ადამიანზე, რომელთა ცხოვრება მათი გაცნობის შემდეგ იცვლება. ჯენიფერ ლოურენსისა და ბრედლი კუპერის საოცარი არტისტიზმი ფილმს გაცილებით მეტ ემოციას ჰმატებს. №2 Escobar :Paradise lost/ესკობარი:დაკარგული სამოთხე - ნიკი, რომელიც თავის ძმას კოლუმბიაში სტუმრობს, უყვარდება ადგილობრივი გოგონა მარია, რომელიც არც მეტი არც ნაკლები პაბლო ესკობარის ძმისშვილია. №3 Artificial Intelligence/ხელოვნური ინტელექტი - პატარა რობოტი ბიჭის დევიდის ისტორია, რომელსაც სიყვარულის უნარი აქვს. დროს ტყუილად ნამდვილად არ დაკარგავთ თუ ამ ფილმზე შეაჩერებთ არჩევანს. №4 Layer Cace/ფენოვანი ნამცხვარი - ფილმი წარმატებულ ნარკო-დილერზეა, რომელიც ცდილობს შეეშვას ამ საქმიანობას, თუმცა მანამდე, ძველი ნაცნობის დაკარგული ქალიშვილი უნდა იპოვოს. №5 A Beautiful Mind/ბრწყინვალე გონება - ფილმი გენიოსი მათემატიკოსის შესახებ, რომელიც დაავადებულია შიზოფრენიით. ჯონი ხვდება, რომ ის დაავადებულია და ცდილობს გამოჯანმრთელებას, რაშიც საყვარელი ადამიანი ეხმარება. 5 შესანიშნავი ფილმი საღამოსთვის #3 5 შესანიშნავი ფილმი საღამოსთვის #2 5 შესანიშნავი ფილმი საღამოსთვის #1 ფილმები, რომლებიც წიგნებს ბევრად აღემატება 253 1-ს მოსწონს
|