x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
5 შესანიშნავი ფილმი საღამოსთვის #1
image

კარგი ფილმის ძიებისას გაცილებით დიდი დრო იკარგება, მითუმეტეს თუ კინოს აქტიური მაყურებელი ხართ, ვიფიქრე არ იქნებოდა ურიგო ყოველ საღამოს 5 საინტერესო ემოციურად დატვირთული ფილმი შემოგთავაზოთ.

№1 Hacksaw Rainge/ჰაქსოუს გმირი - აშშ-ს არმიის ექიმი, მეორე მსოფლიო ომის დროს უარს ამბობს იარაღზე, რადგან ეს მის რელიგიას ეწინააღმდეგება, ის უარს ამბობს კაცის მოკვლაზე, რის გამოც მას არასაიმედო თვალით უყურებენ . ის გახდა პირველი არასამხედრო პიროვნება, რომელმაც ღირსების მედალი მიიღო. image


№2 The Next Three days/ შემდეგი სამი დღე - წყვილის ცოლ-ქმრული ცხოვრება თავდაყირა მას შემდეგ, დადგება, რაც ლარა ბრენანს მისი ბოსის მკვლელობაში დასდებენ ბრალს, ხოლო მისი მეუღლე ჯონი იბრძვის მისი უდანაშაულობის დასადგენად, ფარხმარ დაყრილი ჯონი დაგეგმავს ლარას გატაცებას ციხიდან. image
№3 The Place Beyond the Pines/ ადგილი ფიჭვნარში - მოტომრბოლელი, რომელიც გაიგებს, რომ შვილი ყავს გადაწყვეტს თავისი ცოლ-შვილისთვის კარგი პირობების შექმას, მაგრამ ამისთვის მას ბანკების ძარცვა უწევს . (საინტერესო ფილმია)

image
№4 The Theory Of Everything/ყველაფრის თეორია - ფილმი მოგვითხრობს ცნობილი ფიზიკოსის სტივენ ჰოკინგის და მისი მეუღლის ურთიერთობაზე.
ფილმში მთავარ როლს ედი რედმეინი ასრულებს . გამორჩეული და ემოციური ფილმი. image№5 The Man Who Knew Infinity/ადამიანი, რომელმაც შეიცნო უსასრულობა- გენიალური ფილმი გენიალურ მათემატიკოსზე, რომელმაც შეიცნო უსასრულობა. თვითნასწავლი გენიოსი სრინვასა რამანუჯანი.image

0
266
2-ს მოსწონს
ავტორი:თოკა ჯაბნიძე
თოკა ჯაბნიძე
266
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0