x
image
TaFLiKa
ლამბორჯინი F-16-ის წინააღმდეგ

image

ხმელეთზე ”ლამბორჯინი”, ცაში – გამანადგურებელი F-16. ორივე სისწრაფესთან ასოცირდება, განსხვავება მათ შორის ისაა, რომ F-16 გამანადგურებელია.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გაჩნდა იდეა, რომ ეს ორივე ქმნილება ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინათ – რა თქმა უნდა, იქამდე, ვიდრე ფრთოსანი რეაქტიული მიწას არ მოწყდებოდა.
ესეც მცირე ექსკურსი: 12-ცილინდრიანი 700 ცხენის ძალის მქონე ”ლამბორჯინის” ”ავენტადორ LP700-4” მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ. საათს (218 მილი საათში) შეადგენს. 100 კილომეტრს ავითარებს 2, 9 წამში. ფასი მერყეობს ქვეყნების მიხედვით. ასე მაგალითად, ევროპაში 255 ათასი ევრო ღირს, ბრიტანეთში – 201, 900 ფუნტ სტერლინგი, ხოლო აშშ-ში 379, 700 დოლარი.
რაც შეეხება გამანადგურებელს: F-16 Fighting Falcon (ითარგმნება როგორც: F-16 გამანადგურებელი შევარდენი) — მეოთხე თაობის მრავალფუნქციური მსუბუქი რეაქტიული გამანადგურებელი თვითმფრინავია. ფასი მერყეობს მოდიფიკაციის მიხედვით – 14, 6-დან 18, 8 მილიონ აშშ დოლარამდე. მის დანიშნულებისა თუ ფუნქციების განსამარტავად რამდენიმე გვერდი არ გვეყოფა. ასე რომ, მხოლოდ ამ მონაცემებს დავკმაყოფილდეთ.
ისე კი, მსგავსი დაპირისპირებები არაერთხელ მოუწყვიათ. მათ შორის ფორმულა 1-ის ბოლიდსა და გამანადგურებელს შორის.

2
78
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:TaFLiKa
TaFLiKa
78
  
2012, 18 ივნისი, 22:34
გაიხარე : )))
2012, 18 ივნისი, 22:10
სურათზე ლამბორჯინი რევერტონია და თვითმფრინავს კიდე ტორნადო ქვია http://www.youtube.com/watch?v=gNY_4yeXSUk
0 1 2